ვაშლებს ძალიან თხლად მოაჭერით თავი, კოვზის ან დანის დახმარებით ამოაცალეთ გულის დაახლოებით მესამედი, ისე რომ ვაშლის რბილობისაგან ერთგვარი თასი მიიღოთ. კომში გაჭერით სიგრძეზე და მასშიც შექმენით “თასი”.
შიგთავსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში და კარგად აურიეთ.
ამ შიგთავსით ამოავსეთ ვაშლისა და კომშის “თასები”.
ვაშლი და კომში გადაიტანეთ გამოსაცხობ ღრმა ფორმაში, ჩაასხით წყალი ხილის გვერდით. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წთ. ცხობის დრო დამოკიდებულია როგორც ვაშლის სახეობაზე ასევე თქვენს ღუმელზე. კომშს უფრო დიდი დრო დასჭირდება.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
შიგთავსის შემადგენლობაში შეზღუდულები არ ხართ, შეგიძლიათ დაამატოთ თხილეული, სხვადასხვა ჩირი და ყველა ის კომპონენტი რაც გიყვართ და მომზადების მომენტისთვის მოგეპოვებათ სახლში.