Ingredients
-
1 კგ. ქათმის ბარკლები
-
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
-
3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
-
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
1 საშუალო თავი ხახვი
-
2 კბილი ნიორი
-
2 ჩ.კ. ქონდარი
-
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ წყალი
-
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. (20-30 %-იანი) ნაღები
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
Directions
ამ კერძის მომზადებისას აუცილებლად გამოიყენეთ კარგი ხარისხის ღვინო და დიჟონის მდოგვი, შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომელთა გემოც მოგწონთ. საბოლოო შედეგი ამაზეა დამოკიდებული.
დაგჭირდებათ როგორც ქათმის ბარკლები ასევე ბარკლის ძირი. შეგიძლიათ მხოლოდ ბარკლის ძირებით მოამზადოთ.
- გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, ქათმის ხორცს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააწყვეთ გაცხელებულ ტაფაზე და მობრაწეთ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან. 2-3 წთ საკმარისია, მთავარია ხორცმა სასიამოვნო ოქროსფერი მიიღოს.
- ამოიღეთ ქათმის ბარკლები გამოსაცხობ ფორმაში და შეინახეთ თბილად.
- იმავე ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ქონდარიც. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 5 წთ.
- შემდეგ დაუმატეთ ღვინო, დიჟონის მდოგვი და წყალი, კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მომზადებული სოუსი მოასხით ქათმის ბარკლებს. ფორმა შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 45 წთ. შემდეგ გამოიღეთ, მოასხით ნაღები და კვლავ აცხვეთ 10 წთ.
უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!