მწვანე ბარდის კრემ-სუპი პიტნით

მარტივი, სწრაფი, არომატული და გემრიელი კრემ-სუპის რეცეპტით დაგიბრუნდით.
სანამ უშუალოდ მომზადების პროცესზე მოგიყვებით, მინდა გითხრათ რომ დღევანდელი რეცეპტის პარტნიორია კვლავ ბონდუელი- ფრანგული ბრენდი ❣
🍃💯ექსპერტი ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების სფეროში.👌💛
🎉💚✔️პროდუქტები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია გემრიელი, სასარგებლო და მრავალფეროვანი კერძების სწრაფად მომზადება.🍲🍝🌮😋✔️💚
ბონდუელი – 🖖🕓 4 საათი მინდვრიდან ქილამდე 🥫👍💛
მწვანე ბარდის კრემ-სუპი პიტნით
Course: სადილიDifficulty: მარტივიულუფა
4
პერსონისთვისმომზადების დრო
25
minutesინგრედიენტები
6 საშუალო ზომის (ან 3 დიდი) კარტოფილი
350 გ. მწვანე ბარდა
6 ც. პიტნის ფოთლები
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1,5 ლ. წყალი
მარილი & პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
- გაცხელებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 3-4 წუთით, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.
- 1 წუთში დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი & პილპილი, კარგად ამოურიეთ.
- დაუმატეთ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
- როგორც კი კარტოფილი დარბილდება, დაუმატეთ მწვანე ბარდა და პიტნის ფოთლები, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- ხელის ბლენდერით აქციეთ ერთიან კრემისებურ მასად.
- ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი & პილპილი.
- სერვირებისას შეგიძლიათ დაუმატოთ გაწურული მაწონი და პიტნის ფოთლები.