იტალიური პანეტონე (ვიდეო)
დღეს მინდა გაგიზიაროთ უგემრიელესი პანეტონეს რეცეპტი.
იტალიური პანეტონე (ვიდეო)
Course: სადღესასწაულო, სააღდგომოCuisine: იტალიურიDifficulty: საშუალოპასკა
2
650 გრამიანიაფუების დრო
3
hoursმომზადების დრო
30
minutesგამოცხობის დრო
50
minutesჭიქა 250 მლ მოცულობის
ინგრედიენტები
2,5-3 ჩ.ჭ. ფქვილი
4 ს.კ. თბილი რძე
8 ს.კ. (200 გ.) შაქარი
230 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
5 კვერცხი (0 კატეგორიის)
2 ჩ.კ. ვანილი
მწიკვი მარილი
1 ფორთოხლის ცედრა
1 ლიმონის ცედრა
100 გ. ქიშმიში
80 გ. ცუკატები
1 ს.კ. საფუარი
3 ს.კ. ალკოჰოლი
2 ცალი 650 გრამიანი პასკის ფორმა
მომზადების ინსტრუქცია
- თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ს.კ. შაქარი. კარგად მოურიეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 15 წუთით იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს.
- ამასობაში დარჩენილი შაქარი და კარაქი ერთად ათქვიფეთ, როცა მოთეთრო ფერის კრემოვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ცედრა და ვანილი, კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ კი სათითაონ შეაქთქვიფეთ კვერცხი. სანამ პირველი კარგად არ შეერევა, მომდევნო კვერცხს ნუ დაუმატებთ.
- ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის და კარაქის მასა და გაფუებული საფუვრიანი რძე, მოზილეთ ცომი. გირჩვთ მშრალი დასველი ინგრედიენტების შერევისთვის გამოიყენოთ მიქსერი და როცა ერთიან მასას მიიღებთ, შემდეგ განაგრძოთ ხელით მოზელვა.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და განაგრძეთ მისი დამუშავება. ცომი იქნება საკმაოდ წებოვანი, ამიტომ გირჩევთ ხელები ზეთით დაისველოთ და ასე დაამუშავოთ 10 წუთის განმავლობაში.
- ცომი გადაიტანეთ ზეთწასმულ ფორმაში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 2 საათით. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
- სანამ ცომი ფუვდება, ქიშმიში მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ ალკოჰოლი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა ქიშმიში ალკოჰოლს სრულად შეიწოვს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
- აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გადაზილეთ და რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ ქიშმიში და ცუკატები. ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, მიეცით გუნდის ფორმა და მოათავსეთ ფორმებში. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და კვლავ გააჩერეთ ასაფუებლად 1 საათით. შემდეგ კი შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 40-50 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა. აცხვეთ ქვედა წვით, ბოლო 5-10 წუთი ჩაურთეთ ზედა წვა.
გემრიელად მიირთვით! წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!