• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • ვიდეო რეცეპტები
  • ჯინჯერის ჩაი – საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი

ჯინჯერის ჩაი – საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი

გამოქვეყნდა თებ 7, 2020
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • ვიდეო რეცეპტები
  • სასმელები

დღეს მინდა გაგიზიაროთ გაციების საწინააღმდეგო ჩაის რეცეპტი, რომელსაც მე უკვე რამდენიმე წელია ვამზადებ და საოცრად ეფექტურია განსაკუთრებით გაციების პირველივე ნიშნებისას თუ მიიღებთ. მის ასეთ ეფექტურობას განაპირობებს სამი არაჩვეულებრივი კომპონენტი: ჯინჯერი, ლიმონი და თაფლი. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანის სასარგებლო თვისებები:

ჯინჯერი: შეიცავს ნივთიერება ჯინჯეროლს, რაც განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს, კერძოდ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ჯინჯერი კარგია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად/გასაქრობად როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და გაციების სიმპტომები. ამცირებს სხვადასხვა გენეზის ართრიტით გამოწვეულ ტკივილს, ასევე ვარჯიშის შემდგომ კუნთების ტკივილს.

კვლევებმა აჩვენა რომ ჯინჯერს აქვს ანტიდიაბეტური მოქმედებაც, ის უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის ნორმალურ შემცველობას. ამასთანავე ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა (ე.წ. “ცუდი ქოლესტერინი) და ტრიგლიცერიდების რაოდენობას. დადებითად მოქმედებს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც, აჩქარებს კუჭის დაცლის პროცესს, რაც ამცირებს მონელების პრობლემებს.

ლიმონი: შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მთავარ ანტიოქსიდანტს თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედების დასაცავად. უზრუნველყოფს ჰიდრატაციას, წონის კლებას, კანის ხარისხის გაუმჯობესებას, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხელს უშლის თირკმელში კონკრემენტების (კენჭების) გაჩენას. 

თაფლი:  მაღალი ხარისხის თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფლავონოიდები. მას აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედებაც.

თაფლი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, ჯინჯერის მსგავსად ის ამცირებს სისხლში LDL ქოლესტეროლს (“ცუდი ქოლესტეროლი”) და ზრდის HDL ქოლესტეროლს (“კარგი ქოლესტეროლი”). არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური საშუალებაა ხველის შესამცირებლად.

 

ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 5 სმ სიგრძის ჯინჯერი/კოჭა/ჯანჯაფილი
  • ლიმონი
  • თაფლი
  • 1,5 ლ (ანუ 6 ჩ.ჭ.) წყალი

 

მომზადება:

  • კარგად გარეცხილი ჯინჯერი მაქსიმალურად თხლად დაჭერით (გათლა არაა საჭირო).
  • მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათი.
  • ფინჯანში მოათავსეთ ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, მომზადებული ნაყენი და კარგად მოურიეთ.

გაციების საწინააღმდეგო ძალიან ეფექტური ჩაი მზადაა, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტახმელთაშუაზღვისპირეთის დიეტა
  • წითელი ოსპის ბურთულებიწითელი ოსპის ბურთულები
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსითტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • ლაბნეს ჩიზქეიქი თხილეულის მიქსით (ვიდეო)ლაბნეს ჩიზქეიქი თხილეულის მიქსით (ვიდეო)
  • ქორნდოგები - ვიდეო რეცეპტიქორნდოგები - ვიდეო რეცეპტი

  • გაციებისჩაი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • სოკოს სუპისოკოს სუპი
  • ფუმფულა და გემრიელი "ციყვი"ფუმფულა და გემრიელი “ციყვი”
  • ფრანგული კრეპიფრანგული კრეპი
  • თევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადშითევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადში

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020