Go Back

ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)

Total Time 2 hours
Servings 8

Ingredients

  • 1.5 კგ ბულგარული წიწაკა
  • 2 ხახვი
  • 5 კბილი ნიორი
  • 4 სტაფილო
  • 2/3 ჭიქა თეთრი ბრინჯი
  • 3 პომიდორი
  • 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 პატარა კონა ოხრახუში
  • 1 პატარა კონა ქინძი
  • 1/2 კონა რეჰანი
  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

Instructions 

  • ბულგარული წიწაკის კანი ცეცხლზე დაწვით. დიახ, დიახ უნდა დაწვათ, ეს ძალიან მარტივია, ცეცლზე უნდა გააჩეროთ 2-3 წთ. თითოეულ მხარეს. შემდეგ გააგრილეთ და დამწვარი კანი მოაშორეთ. შემდეგ წიწაკებს თავი მოაჭერით, ამოაცალეთ თესლები და წიწაკები მზადაა შიგთავსით ამოსავსებად.
  • შიგთავსის მოსამზადებლად ბრინჯი მოხარშეთ, თუმცა არა ბოლომდე, ოდნავ უნდა აკლდეს მოხარშვა, რადგან შემდეგ ბოსტნეულს რომ შეერევა იქ დაასრულებს მომზადებას.
  • ხახვი წვრილად, ნიორი კი მსვილად დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით.
  • ტაფაზე დაასხით 5 ს.კ. ზეთი, გააცხელეთ და შემდეგ დაამატეთ ხახვი და სტაფილო, მოშუშეთ. დაახლოებით 5 წუთში დაუმატეთ ნიორი, კარგად ამოურიეთ. 1-2 წუთში დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და კარგად აურიეთ. 5 წუთში დაუმატეთ პომიდორი და კვლავ კარგად აურიეთ.
  • მწვანილი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ შიგთავს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად აურიეთ და 2-3 წუთში შიგთავსიც მზადაა. (სუნელები პაპრიკის გარდა არ გამოვიყენე, რადგან მწვანილმა ისეთი საოცარი სურნელი დაატრიალა, არ მინდოდა ეს არომატები გადამეფარა).
  • ბულგარული წიწაკები ამოავსეთ შიგთავსით. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ შიგთავსიანი წიწაკები. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წთ.
    გემრიელად მიირთვით!
Course: სადილი
Keyword: სამარხვო / ვეგანური