Go Back

იტალიური საქორწილო სუპი (სამარხვო/ვეგანური ვარიანტი)

Total Time 1 hour 30 minutes
Servings 6

Ingredients

ბურთებისთვის

  • 400 დაკონსერვებული ან მოხარშული თეთრი ლობიო
  • 1 პატარა ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჭიქა საფანელი
  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ჩ.კ. წითელი დაღერღილი წიწაკა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

სუპისთვის

  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 250 მლ თეთრი ღვინო
  • 2 წყალი
  • 1 ჩ.კ. ქონდარი
  • 90 პასტა ორზო
  • 150 ისპანახი

Instructions 

  • ამ კერძის მომზადებას ორი ეტაპი აქვს: ლობიოს ბურთულებისა და სუპის.
  • პირველ რიგში მოვამზადოთ ბურთულები. ამისათვის ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ სამზარეულოს კომბაინში, დავუმატოთ ბურთულებისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ზეთის გარდა და ვაქციოთ ერთიან მასად.
  • მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ზომის ბურთულები, დავაწყოთ საცხობ ქაღალდ ან ფოლგადაფენილ ფორმაზე, გადავუსვათ ზეთი და შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთი.
  • სანამ ბურთულები გამოცხვება, მოვამზადოთ სუპი. ამისათვის ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი კუბიკებად დავჭრათ. ქვაბი გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ხახვი და სტაფილო, მოვთუშოთ. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ ნიორი, 1 წუთის შემდეგ კი დავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ და ვადუღოთ დაახლოებით 4 წუთი, ღვინის რაოდენობა უნდა განახევრდეს.
  • ამის შემდეგ დაუმატეთ წყალი და ქონდარი, აადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი თავსაფარმოხდილი.
  • შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და ისპანახი, ცოტა მარილი, ადუღეთ 8 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  • სერვირებისას ჭურჭელში ჯერ მომზადებული ბურთულები ამოიღეთ, შემდეგ კი სუპი დაასხით.
    გემრიელად მიირთვით!
Course: dinner, Soup, vegan
Cuisine: იტალიური