Go Back
Print
Recipe Image
Equipment
Smaller
Normal
Larger
Print
Pin
სამარხვო/ვეგანური პიცა
Total Time
30
minutes
minutes
Servings
6
Equipment
პიცის ფორმა 28 სმ დიამეტრის
Ingredients
ცომი
1 1/4
ჭიქა
ფქვილი
(150 გ)
1
ჩ.კ.
მშრალი საფუარი
1/2
ჭიქა
თბილი წყალი
(120 მლ)
1/2
ჩ.კ.
ორეგანო
1
ჩ.კ.
შაქარი
1/3
ჩ.კ.
მარილი
1
ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი
სოუსი
3-4
ს.კ.
პომიდვრის პიურე
1/2
კბილი
ნიორი
1
ჩ.კ.
პიცის სუნელების მიქსი
გემოვნებით
მარილი
ზემოდან მოსაწყობად
6-7
ცალი
ქამა სოკო
1/2
წითელი ბულგარული წიწაკა
6-7
ზეთისხილი
Instructions
ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში, გააკეთეთ ღრმული და დაუმატეთ მარილი, საფუარი, შაქარი და ჩაასხით თბილი წყალი, მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ზეითუნის ზეთი და ორეგანო, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით ასაფუებლად თბილ ადგილას.
სოუსის მოსამზადებლად პომიდვრის პიურეს შეურიეთ მარილი, პიცის სუნელი (შეიცავს ბაზილიკს, ორეგანოსა და პაპრიკას) და წვრილად დაჭრილი ნიორი.
ქამა სოკო თხლად, ბულგარული გრძელ, წვრილ ნაჭრებად, ზეთისხილიც მცირე ზომებად დაჭერით.
ცომი როცა აფუვდება გააბრტელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ ფქვილი უნდა მოაყაროთ.
ცომზე წაუსვით მომზადებული სოუსი, მოაწვეთ დაჭრილი სოკო, ბულგარული წიწაკა და ზეთისხილი, ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით, მოაყარეთ ცოტა ორეგანო და შედგით 225 გრადუსზე და აცხვეთ 15-18 წთ.
გემრიელად მიირთვით!
Course:
სადილი
Cuisine:
იტალიური
Keyword:
სამარხვო, პიცა, ვეგანური