სოკო 4 ნაწილად გაჭერით, თუ პატარა სოკოები 2-ად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ხელით აურიეთ, რათა მარილი და ზეთი თანაბრად განაწილდეს. შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.
სანამ სოკო გამოცხვება, მოამზადეთ ქინოა. გარეცხილი ქინოა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთი, როცა მთელ წყალს შეიშრობს, მზადაა და გადმოდგით ცეცხლიდან, ასე გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ მოხარშული ქინოა.
ქინოას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
სერვირება: ქინოა ამოიღეთ ღრმა თეფზე, ზემოდან მოაწყვეთ გამომცხვარი ქამა სოკოს ნაჭრები.გემრიელად მიირთვით!