Go Back

ბერძნული გირო ღორის ხორცით

Total Time 4 hours
Servings 8

Ingredients

პიტა:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი

ძაძიკის სოუსი:

  • 1 ჭიქა ბერძნული იოგურტი ან გაწურული მაწონი
  • 5-6 ღერი კამა
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1/2 კიტრი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. შაქარი
  • გემოვნებით მარილი

ხორცი:

  • 800 ღორის ხორცი
  • 2-3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

სალათი:

  • 3 კიტრი
  • 3 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • გემოვნებით მარილი, ორეგანო და ზეითუნის ზეთი

ასევე:

  • 1.5 კგ კარტოფილი
  • 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • გემოვნებით მარილი

Instructions 

  • პიტას მოსამზადებლად, თბილ წყალს, რომელიც ხელს ოდნავ წვავს, დაუმატეთ საფუარი, შაქარი და ჩააცერით ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და ხის სათქვეფით მოურიეთ. დადგით თბილ ადგილზე ასაფუებლად 15 წუთით. როცა აფუვდება დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი, გადაიტანეთ ზეთწასმულ ჭურჭელში, ცომს თავზე ცოტა ზეთი გადაუსვით, რათა ზედაპირი არ გამოშრეს. ჭურჭელს გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათი. აფუების შემდეგ ცომი გაყავით 8 ტოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქეზე და გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან, როცა ოდნავ შეწითლდება თითოეული მხარე, მზადაა.
  • ძაძიკის სოუსის მოსამზადებლად, გაწურულ მაწონს დაუმატეთ წვრილად გახეხილი ნიორი, შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და წვრილად დაჭრილი კამა. კიტრი გათალეთ, გაჭერით სიგრძეზე და კოვზის დახმარებით გული მოაშორეთ. კიტრის ნახევარი ჩაახეხეთ სოუსს. კარგად აურიეთ და ძაძიკის სოუსი მზადაა.
  • ღორის რბილი ხორცი დაჭერით 2 სმ სისქის ნაჭრებად, თითოეულ მხარეს წაუსვით დიჟონის მდოგვი, მარილი და პილპილი. შეწვით გაცხელებულ ტაფაში ორივე მხრიდან. შემწვარი ხორცი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  • კარტოფილი გათალეთ, დაჭერით ნახევარი სმ-ის სისქის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ. მე კარტოფილი გამოვაცხე რაც უფრო ჯასაღი ვარიანტია, თქვენ შეგიძლიათ ბევრ ზეთში შეწვათ. თუ გამოცხობას გადაწყვეტთ, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც ქაღალდი ან “ფოლგა” უნდა დაუფინოთ და შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოცხვეთ.
  • სალათი: დაჭერით კიტრი და პომიდორი, დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ჟულიენებად დაჭრილი ბულგარული, მოაყარეთ მარილი, ორეგანო და მოასხით ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ.
  • გირო შეგიძლიათ ორნაირად ააწყოთ – ერთი ვარიანტია პიტაში გახვევა, ხოლო მეორე შემთხვევაში თეფშზე ააწყვეთ.
  • პიტაში მომზადებისას პიტას პურზე მოათავსეთ ხორცის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ გამომცხვარი კარტოფილი და სალათი, მოასხით ძაძიკის სოუსი და მზადაა.
    Καλή όρεξη! გემრიელად მიირთვით!
Course: street food
Cuisine: ბერძნული
Keyword: greekgyros, porkgyro