კარგად გარეცხილი ჯინჯერი მაქსიმალურად თხლად დაჭერით (გათლა არაა საჭირო).
მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათი.
ფინჯანში მოათავსეთ ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, მომზადებული ნაყენი და კარგად მოურიეთ.გაციების საწინააღმდეგო ძალიან ეფექტური ჩაი მზადაა, გისურვებთ ჯანმრთელობას!