Sponge cake - Separate egg yolks and whites. Pour oil and lemon juice over the egg yolks, beat a little with a fork, and set aside.
კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, სათითაოდ დაამანეტეთ შაქარი (ჯამში 10 ს.კ.) და ნელა თქვიფეთ, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება დაუმატეთ ვანილი და კვლავ მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე.
ბეზეს ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით დაუმატეთ კვერცხის გულების მასა და ფრთხილად შეურიეთ, სათქვეფის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და ჩააცერით კვერცხიან მასას, კვლავ ფრთხილად შეურიეთ ხელის სათქვეფით/სილიკონის ნიჩბით იმავე მოძრაობით.
საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 40-60 წთ. ხის წკირი როცა მშრალი ამოვა, მზადაა. სრულად გააგრილეთ ცხაურზე.
Pastry cream - put cornstarch (if you don't have it, replace it with flour), and sugar in a saucepan, mix and slowly add milk, stirring constantly so that the starch dissolves well and you get a homogeneous mass.
ქვაბი დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. როცა წამოდუღდება და შესქელდება, რამდენიმე წუთი ადუღეთ, თან კარგად ურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ზემოდან სამზაეულოს ცელოფანი გადააკარით და ისე გააციეთ, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავზე ქერქი არ გაიკეთოს. უნდა მიიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კრემის მომზადების მეორე ეტაპზე, ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად გათქვიფეთ, თქვიფეთ დაახლოებოთ 5 წუთი, შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ასევე ოთახის ტემპეტატურის მოხარშული კრემი, ბოლოს კი შოკოლადის კარაქი.
სიროფის მოსამზადებლად ქვაბში ჩაყარეთ შაქარი (5 ს.კ.), დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ, რათა შაქარი კარგად გაიხსნას, ადუღეთ 2-3 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გაციებულ სიროფს დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი.
ბისკვიტი გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და მოაწყეთ ფორთოხლის ნაჭრები. ბოლო ფენას და გვერდებსაც წაუსვით კრემი და მოასწორეთ ზედაპირი. ტორტი ცოტა ხნით შედგით მაცივარში.
ამასობაში მოამზადეთ შოკოლადის განაში, ამისათვის ნაღები აადუღეთ და დაასხით შოკოლადის ნატეხებს, ურიეთ და აქციეთ ერთიან მასად. შეაგრილეთ და მოასხით ტორტს, მე ჯერ კიდეებზე ჩამოვაწვეთე და შემდეგ ტორტის ცენტში დავასხი, აქედან კი მთელ ზედაპირზე ფრთხილად გავანაწილე.ტორტი მორთეთ თქვენი გემოვნებით.გემრიელად მიირთვით!