ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან. სანამ შეწვას დაასრულებს დაუმატეთ კარაქიც.
მომზადებული ქათმის ფილე ამოიღეთ ცალკე ჭურჭელზე და გააგრილეთ.
სანამ ფილე გაცივდება, სტაფილო გათალეთ და გახეხეთ საშუალო სახეხზე. ბულგარული წიწაკა კი წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
იმ ტაფას, რომელშიც ქათმის ფილე შეწვით, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი, დაუმატეთ სტაფილო და ბულგარული. ოდნავ მოთუშეთ, მაქსიმუმ 3-4 წთ. შემდეგ გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში და გააციეთ.
სოუსის მოსამზადებლად არაჟანს დაუმატეთ, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და კარგად აურიეთ.
ქათმის ფილე დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, დაუმატეთ გაციებული მოთუშული ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ.სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში და შემდეგ მიირთვით.გემრიელად მიირთვით!