პაშტეტის მოსამზადებლად, პირველ რიგში ღვიძლები კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ, თუ აქვს ნაღველი ან მისი ლაქები, მოაშორეთ, ასევე ზედმეტი თეთრი ნაწილები. 2-3 ნაწილად გაჭერით.
ხახვი დაჭერით ალყაალყა და გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ, როცა ოდნავ შეოქროსფერდება, დაუმატეთ ღვიძლი, ღვიძლს მოაყარეთ მარილი, 1/2 ჩ.კ. შაქარი, პილპილი (მე თეთრი პილპილი გამოვიყენე), 1 ჩ.კ. ქონდარი და კარგად აურიეთ, მოასხით 2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი და კვლავ აურიეთ, დაახლოებით 5 წუთში მოასხით 100 მლ. ნაღები და აურიეთ.
1-2 წუთში ღვიძლის ყველაზე დიდი ნაჭერი ამოიღეთ, გაჭერით შუაზე, თუ სისხლის კვალი აღარაა, ანუ ღვიძლი მზადაა და გადმოდგით ცეცხლიდან.
სამზარეულოს კომბაინში გადაიტანეთ ღვიძლი იმ წვენით რაც ტაფაში იქნება, დაუმატეთ დარჩენილი ნაღები და ჩართეთ კომბაინი, როცა მიიღებთ პაშტეტის მასას, გამორთეთ და მიღებული მასა დადგით გრილ ადგილას.
როცა გაცივდება, დაუმატეთ დარჩენილი 1/2 ჩ.კ. ქონდარი, 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი, კვლავ ჩართეთ კომბაინი 1-2 წუთით, როცა კარაქი შეერევა პაშტეტს, გამორთეთ.პაშტეტი თავიდან იქნება შედარებით თხელი, გადაიტანეთ ქილაში და შედგით მაცივარში 2-3 საათით.გემრიელად მიირთვით!