კარაქი კარგად გავთქვიფოთ, როცა გათეთრდება, ნელ-ნელა შევათქვიფოთ შესქელებული რძე. კრემი თუ აგეჭრებათ, არ ინერვიულოთ, 1 ს.კ. ზეთი შეათქვიფეთ და მაშინვე შეკრავს კრემს. კრემი რომ მზად იქნება, გადადგით გვერდზე.
ჟელატინი დავალბოთ წყალში, რომ გაფუვდეს. ამასობაში კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, როცა ღრუბლისებრ მასას მივიღებთ, ნელ-ნელა შევათქვიფოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი, უნდა მივიღოთ მყარი ბეზე.
ამის შემდეგ პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქრის მეორე ნახევარი, დავუმატოთ ჟელატინი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როცა ჟელატინი გადნება და შაქარი გაიხსნება ნელ-ნელა შევათქვიფოთ ბეზეს. (გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინი არ უნდა ადუღდეს!!! ) ბოლოს შევათქვიფოთ კარაქიანი კრემიც, და სუფლე დავასხათ ბისკვიტს. უნდა ვიჩქაროთ, რადგან სუფლე მალე დაიწყებს გამყარებას.
ნამცხვარი შევდგათ მაცივარში 2 საათით.