ფორთოხლის წვენს დაუმატეთ 28 გ. ჟელატინი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 წთ. შემდეგ დაასხით 3/4 ჩ.ჭ. (180 მლ) მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. შედგით მაცივარში 1,5 სთ-ით.
ამასობაში 200 გ. არაჟანი 1/2 ჩ.ჭ. (100გ) შაქართან და 1 გ. ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას. მიღებული მასა დაასვენეთ იქამდე სანამ პირველი ფენა არ გამყარდება ანუ 1,5 სთ-ით. (იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი ფენა გამყარდა თუ არა, შეარხიეთ და თუ მოძრაობას არ დაიწყებს ანუ მზადაა მეორე ფენის დასასხმელად). ამ დროის გასვლის შემდეგ 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას და მიღებული მასა დაასხით პირველ უკვე გამყარებულ ფენას. შედგით მაცივარში 45 წთ-ით. ამასობაში მოამზადეთ მესამე ფენა, ამისათვის დარჩენილი 200 გ. არაჟანი, 1/2 ჩ.ჭ. (100გ) შაქარი, 1 გ. ვანილი და კაკაო ათქვიფეთ და ესეც დაასვენეთ მეორე ფენის გამყარებამდე. მანამდე კი ნიგოზი მოხალეთ და საშუალო ზომებად დაჭერით.
მეორე ფენაც რომ გამყარდება, 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას, დაუმატეთ ნიგოზით, აურიეთ და დაასხით გამყარებულ მეორე ფენას. კვლავ შედგით მაცივარში 45 წთ-ით.
თუ მინის ჯამში გააკეთებთ, ჯამი მოათავსეთ ცხელ წყალში რამდენიმე წამი და შემდეგ მარტივად გადმოიღებთ, შეიძლება გვერდებზე დანი მოსმაც დასჭირდეს. თუ სილიკონის ფორმაში გააკეთებთ, მაშინ ფრთხილად გადმოიღეთ.გემრიელად მიირთვით!