2 0
კუსკუსის სალათი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
კუსკუსისთვის:
1 ჩ.ჭ. კუსკუსი
1 ჩ.ჭ. წყალი
1/2 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ბოსტნეული:
100 გ. პომიდორი "ჩერი"
1 ც. კიტრი
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
1/2 თავი წითელი ხახვი
100 გ. კურკაგამოცლილი ზეთისხილი
3-4 ღერი ოხრახუში
10 ფოთოლი პიტნა
3 ღერი რეჰანი
სოუსისთვის:
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
2 ს.კ. ლიმონის წვენი
1-2 ჩ.კ. ორეგანო
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

კუსკუსის სალათი

ზაფხულში ბოსტნეულის სალათებს არაფერი შეედრება, ამიტომ მინდა განსხვავებული ვარიანტი შემოგთავაზოთ. მზადდება მარტივად და სწრაფად, არის უგემრიელესი, არომატული, მსუბუქი და ნოყიერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ გარნირად ხორცის კერძთან.

  • 40 წთ.
  • Serves 6
  • Easy

Ingredients

  • კუსკუსისთვის:

  • ბოსტნეული:

  • სოუსისთვის:

Directions

Share
  • კუსკუსის მოსამზადებლად წყალი მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად აადუღეთ, ჩაყარეთ მასში კუსკუსი, კარგად მოურიეთ, გამორთეთ ცეცხლი. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ასე გააჩერეთ 5 წთ. ამ პერიოდში კუსკუსი მთელს სითხეს შეიწოვს. ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ კუსკუსი და ასე გააციეთ.
  • ბოსტნეული და ზეთისხილი მცირე ზომის ნაჭრებად, მწვანილი კი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ გაციებულ, აფუმფულებულ კუსკუსს.
  • სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, აქციეთ ერთიან მასად და მოასხით სალათს, კარგად აურიეთ.
  • სალათი სერვირებამდე რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ, რათა გემოები კარგად შეერიოს ერთმანეთს.

მარტივი, მსუბუქი, ჯანსაღი და ძალიან გემრიელი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით
next
მოცვისა და რეჰანის ლიმონათი
previous
წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით
next
მოცვისა და რეჰანის ლიმონათი