Ingredients
-
2/3 ჩ.ჭ. მუხუდო
-
2 ს.კ. ტაჰინის პასტა
-
300 გ. ჭარხალი
-
1 ც. ლიმონის წვენი
-
1 კბილი ნიორი
-
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
გემოვნებით მარილი
Directions
ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებულია მშრალი მუხუდოს რაოდეონობა, რომელიც მომზადების შემდეგ ხდება 2 ჩ.ჭ. მოცულობის, თუ თქვენ გამოიყენებთ დაკონსერვებულ მუხუდოს, შესაბამისად დაგჭირდებათ 2 ჩ.ჭ.
- მუხუდო კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა თასში და დაასხით 2 ჩ.ჭ. წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე. ამ დროის განმავლობაში გაფუვდება და მოცულობაში საკმაოდ მოიმატებს.
- დილით გადაღვარეთ წყალი, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, მუხუდოს 3-4 სმ-ით უნდა ფარავდეს, დადგით საშუალო ცეცხლზე, ხარშეთ 1,5-2 სთ.
- ჭარხალი კარგად გარეცხეთ (არ გათალოთ), გაამშრალეთ და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 1 სთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ რბილად და თავისუფლად ჩადის, მზადაა. გამოიღეთ, გააგრილეთ და მოაშორეთ კანი, დაჭერით 2-3 სმ-ის ნაჭრებად.
- მოხარშულ მუხუდოს გადაუწურეთ წყალი, მუხუდო მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში, დაუმატეთ ჭარხლის ნაჭრები, ტაჰინის პასტა, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი და მარილი, აქციეთ ერთიან მასად.
- ჰუმუსი შეგიძლიათ მიირთვათ დაჭრილ ბოსტნეულთან ან პიტასთან ერთად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებშიც.
განსხვავებული და ძალიან გემრიელი ჰუმუსი გამომცხვარი ჭარხლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!
1 ულუფის ენერგეტიკული ღირებულება 185 კკალ.
ჰუმუსის კლასიკური ვარიანტის რეცეპტი –> ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი