• Home
  • ხორცის ბურთები ყველით ყაბაყის პასტასთან ერთად
0 0
ხორცის ბურთები ყველით ყაბაყის პასტასთან ერთად

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
ხორცის ბურთებისთვის:
650 გ. საქონლის ფარში
3 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახუში
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი
1 ს.კ. ხორცის სანელებლების მიქსი
120 გ. ყველი
30 გ. კარაქი
ყაბაყის პასტა:
4 საშუალო ზომის ყაბაყი
3 კბილი ნიორი
ნახევარი ლიმონის წვენი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1/2 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
30 გ. კარაქი
გემოვნებით მარილი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ხორცის ბურთები ყველით ყაბაყის პასტასთან ერთად

ხომ არსებობენ ადამიანები რომელთათვისაც კერძში მთავრი კომპონენტი ხორცია, ბოსტნეული კი დანამატი, რომელიც ავსებს მას. ჩემთვის კი პირიქით, ყველაზე მთავარი ბოსტნეულია და ხორცის კერძი მომწონს მაშინ, თუ ბოსტნეულის გემო მკვეთრად იგრძნობა 😃 დღევანდელი რეცეპტი, ვფიქრობ, ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება, რადგან წვნიან და არომატულ ხირცის ბურთულებს, რომელთა ცენტრშიც ყველის ნაჭერია მოთავსებული, არაჩვეულებრივად ერწყმის ყაბაყის პასტის გარნირი. იქმნება ერთიანი, განსხვავებული და სრულყოფილი გემო.

  • 45 წთ.
  • Serves 4
  • Medium

Ingredients

  • ხორცის ბურთებისთვის:

  • ყაბაყის პასტა:

Directions

Share

ფარშის შესაზავებლად მე გამოვიყენე სანელებლების მიქსი, რომელიც შეიცავდა ორეგანოს, ქონდარს, პაპრიკას, პილპილს, ძირას, მარილს, მდოგვის ფხვნილს და მწვანე წიწაკას. თქვენ შეგიძლიათ სასურველი სუნელები გამოიყენოთ.

გამოიყენეთ სწრაფად დნობადი ყველი, როგორიცაა ჩედარი, გაუდა და ა.შ. დაჭერით 1 სმ სიგრძის კუბებად.

  •  ხორცის ბურთების მოსამზადებლად, ფარში მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მოყარეთ მარილი და კარგად აურიეთ. გაყავით რვა ნაწილად და გააკეთეთ ბურთები, რომლებსაც ცენტში ყველის კუბი უნდა ჩაუდოთ.
  • ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ბურთები შეწვით საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან, თითოეულ მხარეს დასჭირდება 5-6 წთ.
  • შემწვაეი ბურთები ამოიღეთ თეფშზე და შეინახეთ თბილად. იმავე ტაფაში გაადნეთ ყაბაყის სპაგეტისთვის განკუთვნილი კარაქი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მოაყარეთ სანელებლები და მარილი, კარგად აურიეთ. შემდეგ კი დაუმატეთ სპირალიზებული ან ძალიან წვრილ და თხელ ნაჭრებად დაჭრილი ყაბაყი (მე გამოვიყენე სპეციალური სათლელი, რათა ყაბაყისთვის სპაგეტის ვიზუალი მიმეცა), კვლავ კარგად ამოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წთ და მზადაა.
  • სერვისებისთვის თეფზე ამოიღეთ ყაბაყის სპაგეტი და მიუწყეთ ხორცის ბურთები

 

ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი თქვენი სადილისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
კუსკუსისა და თინუსის სალათი ბოსტნეულით
next
ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია
previous
კუსკუსისა და თინუსის სალათი ბოსტნეულით
next
ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია