0 0
ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ფეტათი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 კგ. ჭარხალი
135 გ. ფეტა
1,3 ჩ.ჭ. მოხალული ნიგოზი
30 მლ. ზეითუნის ზეთი
2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
1/3 კონა ოხრახუში
გემოვნებით მარილი
1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
2 კბილი ნიორი
1/2 ჩ.კ. შაქარი
გემოვნებით პილპილი

ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ფეტათი

მიუხედავად იმისა, რომ Facebook გამოკითხვის შემდეგ ამ სალათსა და უგემრიელეს ხვეულებს ხმათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, გადავწყვიტე ჯერ ეს რეცეპტი გამეზიარებინა. ეს სალათი არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი, ასევე საკმაოდ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი. ნამდვილად გირჩევთ, რომ სცადოთ.
რაც შეეხება ხვეულს ჭარხლის ფოთლითა და ყველით, მათ რეცეპტს ამ კვირის ბოლოს შემოგთავაზებთ.

  • 1 სთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გამოაცხეთ 220 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 1 საათი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ რბილად ჩავა, მზადაა. გააგრილეთ და მოაშორეთ კანი. გირჩევთ, ამ დროს ხელთათმანები დაიხმაროთ, რათა ხელები არ დაგესვაროთ. შემდეგ კი დაჭერით 1/2 სმ სისქის ნაჭრებად.
  2. სოუსის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და პილპილი. კარგად აურიეთ.
  3. დაჭრილ ჭარხალს მოასხით სოუსი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სასურველ ზომებად დაჭრილი ფეტა და ნიგოზი. კარგად აურიეთ და სალათიც მზადაა.

ჯანსაღი, განსხვავებული და ძალიან გემრიელი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის სალათი ბერძნულ სტილში
შემდეგი
უგემრიელესი ხვეულები ჭარხლის ფოთლითა და ყველით
წინა
ქათმის სალათი ბერძნულ სტილში
შემდეგი
უგემრიელესი ხვეულები ჭარხლის ფოთლითა და ყველით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!