1 0

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
1 ლ. რძე
100 გ. შავი შოკოლადი
100 გ. თეთრი შოკოლადი
100 გ. რძიანი შოკოლადი
4 ს.კ. ყავისფერი შაქარი
1/2 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი ნაღები
4 ს.კ. კაკაო
2 გ. ვანილინი
1/2 ჩ.კ. მარილი

ცხელი შოკოლადი – ვიდეო რეცეპტი

დიდხანს ვფიქრობდი მეორე ვიდეო რეცეპტის თემატიკაზე, მინდოდა რაიმე სეზონური ამერჩია და სწორედ ამიტომ ჩემი არჩევანი შევაჩერე ცხელ შოკოლადზე და შვრიის ორცხობილებზე. ვფიქრობ რომ მათი კომბინაცია ზამთრის ცივ და სუსხიან საღამოებს განსაკუღრებულ სიმყუდროვესა და ხიბლს სძენს.

  • 20 წთ.
  • Serves 4
  • Easy

Ingredients

Directions

Share

გამოიყენეთ მაღალპროცენტიანი რძე, უფრო გემრიელი შედეგის მისაღებად.

სერვირებისას ცხელ შოკოლადს მოაყარეთ მარშმელოუ, სასწაულად გემრიელია.

  1. სამივე სახეობის შოკოლადი, კაკაო, შაქარი, ვანილინი და მარილი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ დაახლოებით 100 მლ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ შოკოლადი არ დაიწვას, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ დარჩემილი რძე და ნაღები.
  3. მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან, არ აადუღოთ.
  4. სერვირებისას მოაყარეთ მარშმელოუ, რომელიც ცხელ შოკოლადთან შეხებისას ოდნავ ჩადნება და ზღაპრულ გემოს მიიღებს.

უგემრიელესი ცხელი შოკოლადი თქვენი მყუდრო სუსხიანი საღამოებისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!

არ დაგავიწყდეთ ბლოგის YouTube არხის გამოწერა ❤️❤️

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
გრანოლა და პარფე – უგემრიელესი საუზმისთვის
next
შვრიის ორცხობილები შოკოლადით – ვიდეო რეცეპტი
previous
გრანოლა და პარფე – უგემრიელესი საუზმისთვის
next
შვრიის ორცხობილები შოკოლადით – ვიდეო რეცეპტი