0 0
ჩეხური ფახლავა

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის:
6 ჩ.ჭ. ფქვილი
400 გ. დარბილებული მარგარინი
4 კვერცხის გული
1 ჩ.ჭ. მაწონი
1 ჩ.კ. სოდა
მწიკვი მარილი
ბეზე
5 კვერცხის ცილა
2 ჩ.ჭ. შაქარი
მწიკვი ლიმონმჟავა
მწიკვი მარილი
2 გ. ვანილინი
ასევე დაგჭირდებათ:
1 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
1 ჩ.ჭ. ქიშმიში
1 კვერცხის გული
1 ს.კ. მაწონი

ჩეხური ფახლავა

როგორც ადრე ერთ-ერთ ჯგუფში წავიკითხე, ამ ნამცხვრის დასახელებაში სიტყვა "ჩეხური" ნიშნავს დაჩეხილს (დაჩეხილი ნიგოზი) და არა ქვეყანა ჩეხეთს. ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის.
რაც შეეხება ამ დესერტის გემოს - საოცრად გემრიელია, სულ რომ გინდა ჭამო, აი ისეთი :D თუ გიყვართ გამომცხვარი ბეზე, ნიგვზიანი და ქიშმიშიანი დესერტები, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 20
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:

  • ბეზე

  • ასევე დაგჭირდებათ:

მომზადება

გაზიარება

ფორმა: საცხობი ღუმლის დიდი ფორმა.

  • ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და კუბებად დაჭრილი დარბილებული მარგარინი, ხელით ააფხვიერეთ, უნდა მიიღოთ ქვიშისებრი მასა.
  • მაწონში გახსენით სოდა და დაუმატეთ ფქვილს, ასევე დაუმატეთ კვერცხის გულები და მოზილეთ ცომი. გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 40-60 წთ.
  • ამასობაში მოამზადეთ ბეზე, 5 კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ, დაბალი სიჩქარით ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი, როცა შაქარი გაიხსნება კვლავ მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, ბოლოს დაუმატეთ ვანილინიც. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე.
  • ცომი გაყავით 3 ნაწილად, პირველი ფენა გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, წაუსვით ბეზეს ნახევარი, მოაყარეთ ქიშმიშისა და ნიგვზის ნახევარი, დაადეთ გაბრტყელებული ცომის მეორე ნაწილი, გადაუსვით დარჩენილი ბეზე და მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და ქიშმიში.
  • დააფინეთ ცომის მესამე ნაწილი, გადაუსვით მაწონთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული, დაჭერით სასურველ ზომებად. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30 წთ.
  • ზემოდან სასიამოვნო ოქროსფერს რომ მიიღებს მზადაა.

ძალიან, ძალიან გემრიელი ჩეხური ფახლავა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმისა და პომიდვრის სუპი
შემდეგი
პიცა ოთხი ყველით
წინა
ქათმისა და პომიდვრის სუპი
შემდეგი
პიცა ოთხი ყველით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!