ინგრედიენტები
-
30 ც. სავოიარდის ჩხირები
-
400 მლ. რძე
-
6 ს.კ. შაქარი
-
2 ს.კ. კაკაო
-
300 მლ. მაღალპროცენტიანი (35%+) ნაღები
-
1/4 ჩ.კ. დარიჩინი
-
2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
-
1 პაკეტი ვანილინი
-
20-30 გ. შოკოლადის მარცვლები
მომზადება
წაიკითხეთ შესავალი სავოიარდის ჩხირების დალბობასთან დაკავშირებით.
- კრემის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი, სახამებელი, კაკაო და დარიჩინი. კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ რძე ხელის სათქვეფის დახმარებით.
- დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, როცა კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიღეთ სხვა ჯამში და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კრემმა ფუფხი არ გაიკეთოს გაციების შემდეგ.
- კარგაფ გაციებული ნაღები ათქვიფეთ, როცა გასქელდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე კრემისებური არ იქნება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაციებული მოხარშული კრემი, დაუმატეთ ვანილი და კრემი მზადაა.
- ფორმაში ჯერ პირველ ფენად ჩაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, რომლებიც უმჯობესია ოდნავ დაალბოთ ყავაში, მაგრამ მთლიანად ნუ ამოვლებთ, რათა ზედმეტად არ ჩალბეს. გაანაწილეთ კრემის ნახევარი, შემდეგ კვლავ დაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, შეგიძლიათ აღარ დაასველოთ ყავაში, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყართ შოკოლადის მარცვლები.
- შედგით მაცივარში 1-2 საათით.
მარტივი და ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!