1 1
შოკოლადისა და ჟოლოს ტორტი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
ბისკვიტისთვის:
6 ც. კვერცხი
100 გ. შაქარი
100 მლ. რძე
80 გ. ფქვილი
20 გ. კაკაო
70 გ. ზეთი
მარილი
ჟოლოს სოუსისთვის:
2 ჩ.ჭ. (225 გ.) ჟოლო
1/4 ჩ.ჭ. (50 გ.) შაქარი
1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
2 ჩ.კ. წყალი
შოკოლადის პუდინგისთვის
1,5 ჩ.ჭ. რძე
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
1/4 ჩ.ჭ. კაკაო
1/4 ჩ.ჭ. სიმინდის სახამებელი
50 გ. კარაქი
2 გ. ვანილინი
1/4 ჩ.კ. მარილი
შოკოლადის კრემისთვის:
150 მლ. რძე
1 ც. კვერცხი
200 გ. შაქარი
250 გ. კარაქი
2 ს.კ. კაკაო
2 გ. ვანილინი

შოკოლადისა და ჟოლოს ტორტი

მეგობრებო, კიდევ ერთი ახალი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ეს ტორტი შოკოლადის მოყვარულებისთვისაცაა და ხილისაც. საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა შოკოლადის კრემის გემო, რომელსაც ჟოლოს არომატი და გემო ფონად გასდევს. ბისკვიტი არის ძალიან ნაზი, ფაფუკი და ნოტიო. მისი მომზადების ვიდეო რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ პოსტში. არ დაგავიწყდეთ ბლოგის YouTube არხის გამოწერა. ❤❤

  • 4 სთ.
  • Serves 12
  • Hard

Ingredients

  • ბისკვიტისთვის:

  • ჟოლოს სოუსისთვის:

  • შოკოლადის პუდინგისთვის

  • შოკოლადის კრემისთვის:

Directions

Share
  1. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. ცალკე გაცერით და ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და კაკაო.
  3. ზეთი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ (70 გრადუსამდე), შემდეგ გადმოგდით ცეცხლიდან და დაუმატეთ ფქვილი და კაკაო, ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით აქციეთ ერთიან მასად. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხის გულებიც. ამ დროს მიიღებთ სქელ მასას.
  4. მიღებულ სქელ მასას შეათქვიფეთ რძე, ამის შემდეგ კვლავ გათხელდება თქვენი ცომი.
  5. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, ღრუბლისებრი რომ გახდება დაბალი სიჩქარით სამ ეტაპად შეათქვიფეთ შაქარი, როცა გაიხსნება კვლავ მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე.
  6. ბეზე სამეტაპად დაუმატეთ ცომს, თითოეული დამატების შემდეგ ფრთხილად შეურიეთ, ურიეთ ერთი მიმართულებით ზემოდან ქვემოთ.
  7. საცხობ ფორმაში (20 სმ. დიამეტრის) ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ზეთი და ცომი მასში გადაიტანეთ.
  8. ეს ბისკვიტი ცხვება ორთქლზე, ამისათვის ღუმელში ქვედა ფენაზე უნდა შედგათ ფორმა რომელშიც ადუღებულ წყალს ჩაასხამთ, ბისკვიტი კი მის მომდევნო ფენაზე შედგით, ამ დროს ღუმელი 190 გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული. ამ ტემპერატურაზე აცხვეთ 15 წთ. შემდეგ კი დაუწიეთ 145 გრადუსამზე და კვლავ აცხვეთ 60-80 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა მზადაა.

  1. გამომცხვარი ბისკვიტი რამდენიმე წუთი ფორმაში გააგრილეთ, შემდეგ კი ამოიღეთ ფორმიდან, მოაშორეთ ქაღალდი და გააციეთ.
  2. ჟოლოს სოუსის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, წამოადუღეთ და თან ურიეთ. ადუღეთ 3-4 წთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. გაციებული სოუსი საწურზე გადაწურეთ. (ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ, თუმცა გაწურვის შემთხვევაში უკეთესი კონსისტენციის სოუსს მიიღებთ).
  3. შოკოლადის პუდინგის მოსამზადებლად მისი მშრალი ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ, წამოადუღეთ და ადუღეთ 3-4 წთ. თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, ზემოდან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს. (ეს საჭიროა იმისათვის, რომ გაციების შემდეგ კრემმა “ქერქი” არ გაიკეთოს).
  4. შოკოლადის კრემის მოსამზადებლად რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ კვერცხი და კარგად გათქვიფეთ ხელის სათქვეფით. დაუმატეთ შაქარი, კვლავ ათქვიფეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ პერიოდულად. წამოადუღეთ და ადუღეთ 4-5 წთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ამასაც სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ ისე, რომ კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს. ოთახის ტემპერატურამდე გააციეთ. შემდეგ კარაქი (ასევე ოთახის ტემპერატურის) მიქსერით რამდენიმე წუთით გათქვიფეთ, როცა მოთეთრო გახდება, ნელ-ნელა დაუმატეთ გაციებული კრემი, ბოლოს კი კაკაო. მეორე კრემიც მზადაა.
  5. ტორტის ასაწყობად, ბისკვიტი სამად გაჭერით. ამ ბისკვიტს დანამვა არ სჭირდება, რადგან ისედაც საკმაოდ ნოტიოა. პირველ ფენად წაუსვით ჟოლოს სოუსის ნახევარი, შემდეგ მასზე გაანაწილეთ პუდინგის ნახევარი, დაადეთ მეორე ფენა, გაიმეორეთ იგივე და დაადეთ მესამე ფენა. ამ ფენას შოკოლადის კრემი წაუსვით, ამ კრემითვე შემოულესეთ გვერდები და მორთეთ სურვილისამებრ.

შოკოლადისა და ჟოლოს ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!
next
ენერგიის ბურთულები
previous
კალმახი გასპაჩოს სოუსით – უგემრიელესია!
next
ენერგიის ბურთულები