ინგრედიენტები
-
1 1/3 ჩ.ჭ ფქვილი
-
2 1/4 ჩ.ჭ შვრია
-
3/4 ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი
-
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
-
170 გ. გამდნარი კარაქი
-
1 კვერცხი
-
1 ს.კ. თაფლი
-
200 გ. შოკოლადი
-
2 გ. ვანილინი
-
3/4 ჩ.კ. სოდა
-
მწიკვი მარილი
მომზადება
თუ არ გაქვთ ყავისფერი შაქარი, ჩაანაცვლეთ თეთრი შაქრით.
შეეცადეთ აარჩიოთ შვრია მსხვილი ფანტელებით.
დარიჩინის რაოდენობა თქვენი გემოვნებით განსაზღვრეთ.
- შვრია, ფქვილი, სოდა, მარილი და დარიჩინი მოვათავსოთ დიდ თასში, კარგად ავურიოთ და გადავდოთ გვერდით.
- ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ გამდნარი კარაქი, ყავისფერი შაქარი, თეთრი შაქარი, და ვანილი, ვაქციოთ ერთიან მასად, შემდეგ კი დავუმატოთ კვერცხი და თაფლი, როგორც კი ერთგვაროვან მასას მივიღებთ, დავუმატოთ მშრალ ინგრედიენტებს და მოვზილოთ ცომი.
- ბოლოს დავუმატოთ შოკოლადის ნატეხები და შევეცადოთ რომ თანაბრად გადავანაწილოთ მთელს ცომში.
- ცომისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთები, მივცეთ ორცხობილის ფორმა და დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან 2 სმ-ის დაშორებით. (ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამოცხობისას ორცხობილები მოცულობაში მოიმატებს და ერთმანეთს არ მიეწებონ).
- გამოვაცხოთ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12-14 წთ.
- როგორც კი ოდნავ შეყავისფრდება მზადაა, გაითვალისწინეთ რომ ორცხობილები ცხელ მდგომარეობაში საკმაოდ რბილია და გაციებისას კი მაგრდება, ამიტომ ზედმეტად დიდხანს ნუ დატოვებთ საცხობში.
შვრიის ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით მზადაა, გემრიელად მიირთვით!
არ დაგავიწყდეთ ბლოგის YouTube არხის გამოწერა ❤️❤️