ინგრედიენტები
-
115 გ. კარაქი
-
150 გ. შაქარი
-
1 ც. კვერცხი
-
1 დიდი ბანანი
-
2 გ. ვანილინი
-
2 ჩ.ჭ. ფქვილი
-
2 ჩ.ჭ. (180 გ.) შვრია
-
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
-
1/2 ჩ.კ. სოდა
-
მწიკვი მარილი
-
1 ჩ.კ. დარიჩინი
-
170 გ. შოკოლადი
მომზადება
- კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, ვანილინი და ჩანგლით წინასწარ დაჭყლეტილი ბანანი, კვლავ კარგად აურიეთ.
- ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შვრია, მარილი, გამაფხვიერებელი, სოდა და დარიჩინი, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხიან მასას.
- კარგად აურიეთ, ერთიან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები და ისევ კარგად აურიეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები და საცხობ ფორმაზე დაალაგეთ ისე, რომ თითოეულ ბურთულას შორის 3 სმ. იყოს დაშორება. ბურთულებს ზემოდან ხელის ოდნავ დააწექით და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 12-14 წთ. როცა გვერდები გაუყავისფერდება გამოიღეთ და ფორმაზევე გააციეთ 5-10 წთ, შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააციეთ.
შვრიის უგემრიელესი ორცხობილები ბანანითა და შოკოლადით მზადაა, გემრიელად მიირთვით!