Ingredients
-
4-5 საშუალო ზომის კანგაცლილი პომიდორი
-
1 თავი ხახვი
-
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
-
4 კბილი ნიორი
-
6 ც. კვერცხი
-
1 ჩ.კ. ძირა
-
2 ჩ.კ. პაპრიკა
-
1/4 ჩ.კ. (ან გემოვნებით) წითელი წიწაკა
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1 პატარა კონა ოხრახუში
-
1 პატარა კონა ქინძი
-
2 ს.კ. ზეთი
Directions
- ხახვი და ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კი კუბიკებად დაჭერით.
- გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა დაახლოებით 5 წთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და სანელებლები (ძირა, პაპრიკა, წითელი წიწაკა), კარგად ამოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი (1-2 სმ სისქის კუბებად დაჭრილი), მოაყარეთ მარილი და პილპილი და კვლავ კარგად აურიეთ. ადუღეთ რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 5-7 წთ.
- კოვზის დახმარებით პომიდვრის სოუსში გააკეთეთ 6 “ორმო” კვერცხისთვის. თითოეული კვერცხი ფრთხილად მოათავსეთ განკუთვნილ აგდილას ისე რომ კვერცხის გული ცილას არ შეერიოს. ტაფას დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 5-8 წთ.
- კვერცხის მომზადების შემდეგ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ქინძი.
ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე მზადაა, გემრიელად მიირთვით!