0 0
შავი მოცხარისა და ჟოლოს სამარხვო კექსი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 1/3 ჩ.ჭ. ჟოლო
1/3 ჩ.ჭ. შავი მოცხარი
1,5 ჩ.ჭ. წყალი
8 ს.კ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. ზეთი
1 ჩ.კ. სოდა
2 ს.კ. ლიმონის წვენი
2 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
მწიკვი მარილი

შავი მოცხარისა და ჟოლოს სამარხვო კექსი

საშინელი გამოცდისთვის ვემზადები და ეს კექსი გუშინ განტვირთვისთვის გამოვაცხვე 😀 ძალიან მარტივია და სწრაფად კეთდება. გამოდის არომატული და გემრიელი. მშვენიერია ფინჯან ყავასთან/ჩაისთან ერთად.

P.S. ამ კექსის ფოტო მე ძალიან მომწონს, იმედი მაქვს თქვენც, აი ასეთი ხარისხის ფოტოებით გალამაზდება ბლოგი.

  • 45 წთ.
  • პორცია 16
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. 1 ჩ.ჭ. ჟოლო და მოცხარი წყალთან ერთად დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ.
  2. შაქარი რომ გაიხსნება, დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, მარილი და კვლავ კარგად აურიეთ.
  3. ჩააცერით ფქვილი და შეურიეთ ხელის სათქვეფით, მიღებულ ცომს დაუმატეთ დარჩენილი 1/2 ჩ.ჭ. ჟოლო. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში (32×21 სმ.).
  4. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.

მარტივი, სწრაფი და გემრიელი სამარხვო კექსი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კალმახი კარტოფილითა და ქინძისა და ნივრის სოუსით
შემდეგი
ატმის ცივი ჩაი
წინა
კალმახი კარტოფილითა და ქინძისა და ნივრის სოუსით
შემდეგი
ატმის ცივი ჩაი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!