ინგრედიენტები
-
1 ჩ.ჭ. ყვითელი ბარდა
-
1 თავი ხახვი
-
1 ც. სტაფილო
-
2 კბილი ნიორი
-
2 ს.კ. ზეთი
-
1/2 ჩ.კ. ძირა
-
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
-
1/2 ჩ.კ. ქონდარი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1 ჩ.კ. შაქარი
-
ლიმონი
-
2,5 ჩ.ჭ. წყალი
მომზადება
- პირველ რიგში ბარდა კარგად გარეცხეთ, გამჭვირვალე წყალი უნდა გაუვიდეს. შემდეგ დაასხით წყალი, ისე რომ 3-4 სმ-ით ფარავდეს და დადგით მთელი ღამე, რათა შემდეგ სწრაფად მოიხარშოს.მეორე დღეს გადაუწურეთ წყალი.
- ხახვი და ნიორი წვრილად, გათლილი სტაფილო კი კუბიკებად დაჭერით.
- ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და სტაფილო, 5 წუთი მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ნიორი, ყვითელი ბარდა, სუნელები, მარილი და პილპილი,კარგად ამოურიეთ და 3-4 წუთი კვლავ ასე გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ წყალი, შაქარი და წამოადუღეთ, როცა ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ადურეთ იქამდე, სანამ ბარდა კარგად არ მოიხარშება. თუ წყალი დაიშრო, ცოტა დაამატეთ.
- ბოლოს დააბლენდერეთ, შეგიძლიათ კვლავ დაამატოთ წყალი სასურველი სისქის მისაღებად.
- მოაწურეთ ლიმონი სერვირების შემდეგ, ასევე შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთი.
ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი პიურე მზადაა, გემრიელად მიირთვით!