ინგრედიენტები
-
250 გ. კრემ-ყველი
-
120 გ. ჩედარი
-
4 ღერი მწვანე ხახვი
-
6 ნაჭერი ბეკონი
-
გემოვნებით პილპილი
მომზადება
- ბეკონის თხელი ნაჭრები შეწვით, გადმოიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. შეაგრილეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
- მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.
- ჯამში მოათავსეთ კრემ-ყველი, დაუმატეთ გახეხილი ჩედარი, დაჭრილი ბეკონი და მწვანე ხახვი. კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასხვენეთ მაცივარში 1 სთ.
- შემდეგ გაყავით 10 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ ბურთულები. შეგიძლიათ ბოლოს დაფქულ ნიგოზში ამოავლოთ.
ძალიან მარტივი და გემრიელი ყველის ბურთულები მზადაა, გემრიელად მიირთვით!