1 0
ყველაზე გემრიელი სამარხვო კექსი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
3 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. კაკაო
1 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
2 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. ვანილინი
2 ჩ.ჭ. წყალი
1 ჩ.ჭ. ზეთი
2 ს.კ. ძმარი

კვებითი ღირებულებები

388 კკალ.
კალორია
19 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
53,7 გ.
ნახშირ- წყლები
3,9 გ.
ცილები
310 მგ.
სოდიუმი
126 მგ.
კალიუმი
10 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
0
D ვიტამინი

ყველაზე გემრიელი სამარხვო კექსი

უმარტივესი და უგემრიელესი სამარხვო კექსის ვიდეო რეცეპტი მოგიტანეთ. იმდენად მარტივი ინგრედიენტები სჭირდება და მომზადებაც იმდენად სწრაფად ხდება, რომ დარწმუნებული ვარ, თუ ერთხელ ცდით, შემდეგ ძალიან ხშირად მოამზადებთ. კექსი არის ნოტიო, ნაზი და ფაფუკი ტექსტურით, რაც ზეთის დამსახურებაა. თავიდან შეიძლება იფიქროთ რომ ნაკლები ზეთის დამატება აჯობებდა, მაგრამ მეორე დღეს მიხვდებით, რომ ამდენი იყო საჭირო. თუ ძალიან ტკბილი ნამცხვრები გიყვართ, შეგიძლიათ 2 ჩ.ჭ. შაქარი გამოიყენოთ.

  • 80 წთ.
  • პორცია 12
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ფქვილი და კაკაო ჩაცერით ჯამში (მე წინასწარ გაცრილი მქონდა ამიტომ ვიდეოში ეს ეტაპი არ ჩანს), დაუმატეთ შაქარი, მარილი, სოდა და ვანილინი, კარგად აურიეთ.
  2. მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ ძმარი, წყალი და ზეთი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად.
  3. თუ სილიკონის ფორმას გამოიყენებთ ცომი პირდაპირ ჩაასხით, სხვა შემთხვევაში კი წაუსვით ზეთი.
  4. შედგით 150-160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 60-70 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  5. კექსი აუცილებლად გააციეთ ფორმაში და შემდეგ გადმოიღეთ.
  6. გაითვალისწინეთ, რომ, თუ სხვანაირ ფორმას გამოიყენებთ, უფრო დიდი დიამეტრისას, ცხობის დრო შემცირდება.

ძალიან მარტივი და უგემრიელესი სამარხვო კექსი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ვაშლის შტრუდელი ფენოვანი ცომით
შემდეგი
იტალიური საქორწილო სუპი (სამარხვო ვარიანტი)
წინა
ვაშლის შტრუდელი ფენოვანი ცომით
შემდეგი
იტალიური საქორწილო სუპი (სამარხვო ვარიანტი)
error: საავტორო უფლებები დაცულია!!