ინგრედიენტები
-
2 საშუალო ზომის ყაბაყი
-
1/2 ავოკადო
-
1 თავი ხახვი
-
1 კბილი ნიორი
-
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა
-
2 ს.კ. ზეთი
-
2 ს.კ. ლიმონის წვენი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
850 მლ. წყალი
მომზადება
- ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყი და ავოკადო კუბებად დაჭერით.
- ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ 5 წთ. შემდეგ კი დაუმატეთ ყაბაყი და განაგრძეთ შუშვა 10 წთ.
- დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი ავოკადო და პიტნა, მარილი და პილპილი გემოვნებით.
- ეს ყველაფერი დააბლენდერეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ.
- მიირთვით თბილი ნივრიან კრუტონებთან ერთად.
მსუბუქი, ჯანსაღი და გემრიელი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!