ინგრედიენტები
-
ბისკვიტისთვის:
-
6 კვერცხის ცილა
-
1 ჩ.ჭ. რძე
-
1 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
-
2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
-
185 გ. დარბილებული კარაქი
-
4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
-
1 პაკეტი ვანილინი
-
85 გ. ქოქოსის ფანტელი
-
1 ჩ.კ. მარილი
-
კრემისთვის:
-
1 1/2 ჩ.ჭ. რძე
-
4 ც. კვერცხის გული
-
1/3 ჩ.ჭ. შაქარი
-
3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
-
3/4 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი 35 %+ ნაღები
-
1 პაკეტი ვანილინი
-
3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
მომზადება
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის
- ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა, რძე და ვანილი ერთად გათქვიფეთ. ოდნავ უნდა შეურიოთ უბრალოდ, ბეზეს ამოყვანა არაა საჭირო.
- ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ.
- კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ფქვილიან მასას, ჯერ სილიკონის ნიჩბით შეეცადეთ რომ შეურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი მიქსერის დახმარებით.
- როცა კარაქი და ფქვილი ერთმანეთს კარგად შეერევა, დაუმატეთ რძიანი მასის ნახევარი, ათქვიფეთ და შემდეგ დარჩენილი მეორე ნახევარიც შეათქვიფეთ.
- მიღებულ ცომს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები, ამოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ იმავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, მასზე კი კარაქი ან ზეთი წაუსვათ.
- ფორმა შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, ბისკვიტი მზადაა.
- ბისკვიტი 10 წუთით ფორმაში გააციეთ, შემდეგ კი ამოიღეთ და მოაშორეთ საცხობი ქაღალდი.
- კრემის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ 3/4 ჩ.ჭ. ქოქოსის და 3/4 ჩ.ჭ. ძროხის რძე, მე ქოქოსის რძე არ მქონდა და ამიტომ მის მაგივრადაც ძროხის რძე გამოვიყენე.
- ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე გასაცხელებლად.
- ცალკე ჯამში კვერცხის გულებს შეურიეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა შეურიეთ ცხელი რძე, ბოლოს მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. კრემი რომ გასქელდება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
- ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები, შეათქვიფეთ ვანილიც.
- ოთახის ტემპერატურადე გაციებული მოხარშული კრემი ჯერ ცალკე გათქვიფეთ, შემდეგ კი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ათქვეფილ ნაღების კრემს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელიც.
- ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ასევე გვერდებსაც. ზემოდანაც შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
ქოქოსის ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!