0 0
ქინოა ქამა სოკოთი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
500 გ. ქამა სოკო
1 ჩ.ჭ. ქინოა
2 ჩ.ჭ. წყალი
1 კბილი ნიორი
1/3 კონა ოხრახუში
1/3 კონა მწვანე ხახვი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
2-3 ჩ.კ. ლიმონის წვენი
გემოვნებით პილპილი
2 ს.კ. სოიოს სოუსი

ქინოა ქამა სოკოთი

ქინოა ბლოგისთვის ახალი პროდუქტია, მისგან მომზადებული კერძის პირველ რეცეპტს გიზიარებთ, ამიტომ ჯერ ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე მოგიყვებით.
ქინოა შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, მდიდარია ცილით, ბოჭკოთი, მაგნიუმით, B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, E ვიტამინით და სხვადასხვა ანტიოქსიდანტით.
ახლა კი რაც შეეხება თავად ამ კერძს. არის ძალიან ნოყიერი, სასარგებლო, რაც ქინოას თვისებებიდან ჩანს, და რაც მთავარია, უგემრიელესი. აქვს საკმაოდ უცხო გემო, სოიოს სოუსი ძალიან უხდება. ცალკე ქინოას რომ გასინჯავთ, არ აღფრთოვანდებით, თუმცა როცა სოკოს დაუმატებთ, გემოების შერწყმის შედეგად უგემრიელეს კერძს მიიღებთ.

  • 40 წთ.
  • პორცია 4
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. სოკო 4 ნაწილად გაჭერით, თუ პატარა სოკოები 2-ად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ხელით აურიეთ, რათა მარილი და ზეთი თანაბრად განაწილდეს. შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.
  2. სანამ სოკო გამოცხვება, მოამზადეთ ქინოა. გარეცხილი ქინოა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთი, როცა მთელ წყალს შეიშრობს, მზადაა და გადმოდგით ცეცხლიდან, ასე გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ მოხარშული ქინოა.
  3. ქინოას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
  4. სერვირება: ქინოა ამოიღეთ ღრმა თეფზე, ზემოდან მოაწყვეთ გამომცხვარი ქამა სოკოს ნაჭრები.

ძალიან გემრიელი, განსხვავებული, ნოყიერი და სასარგებლო სამარხვო კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
პასტა პენე ქათმითა და ბეკონით
შემდეგი
ძალიან ხრაშუნა და უგემრიელესი “სნიკერსი”
წინა
პასტა პენე ქათმითა და ბეკონით
შემდეგი
ძალიან ხრაშუნა და უგემრიელესი “სნიკერსი”
error: საავტორო უფლებები დაცულია!!