0 0
ქათმის სალათი ლურჯი ყველისა და ტარხუნის სოუსით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ქათმის მარინადი
500 გ. ქათმის ფილე
1 ჩ.ჭ. გაწურული მაწონი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 კბილი ნიორი
2 ს.კ. ტარხუნა
1/4 ჩ.კ. მარილი
1/4 ჩ.კ. პილპილი
სოუსი (დრესინგი)
2 ს.კ. გაწურული მაწონი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ. ლურჯი ყველი
2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
1 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. ტარხუნა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
სალათი
200 გ. სალათის ფურცლები
1/2 საშუალო თავი წითელი კომბოსტო
70 გ. მოხალული ნიგოზი

ქათმის სალათი ლურჯი ყველისა და ტარხუნის სოუსით

კერძების დახასიათებისას უმეტეს შემთხვევაში ბანალურ სიტყვებს ვიყენებთ და ვამბობთ რომ გემრიელია, ძალიან გემრიელია, უგემრიელესია, არომატულია და ა.შ. თუმცა ზოგიერთი კერძისათვის ასეთი დახასიათება ძალიან უფერულია და უფრო საინტერესო შეფასებას იმსახურებს. სწორედ ასეთია ეს სალათიც, რომლის გემოც რთულია ერთი სიტყვით ახსნა, რადგან როცა სინჯავ, ყოველ წამს სხვადასხვა არომატსა და გემოს გრძნობ, ხან ლურჯი ყველის არომატი მოდის, ხან თაფლის მოტკბო გემო, შემდეგ ტარხუნის არომატსაც იგრძნობ და ამ ყველაფერთან ერთად ხრაშუნა კომბოსტოსა და ნაზი ქათმის ხორცის სტრუქტურასა და გემოს შეიგრძნობ.

  • 1 სთ.
  • პორცია 12
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ქათმის მარინადი

  • სოუსი (დრესინგი)

  • სალათი

მომზადება

გაზიარება

ტარხუნა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც  ცოცხალი, ასევე გამხმარი. ცოცხალი ტარხუნის გამოყენების შემთხვევაში, დაჭერით წვრილად.

  1. მარინადის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით დაჭრილ ქათმის ფილეს. გააჩერეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე თუ დრო გაქვთ. შემდეგ შეწვით გაცხელებულ ტაფაზე (სულ ცოტა ზეთმოსხმულ) ორივე მხრიდან, თითოეულ მხარეს 6-7 წთ.  მარინადიც სრულად მოასხით შეწვის დროს.  შემწვარი ფილეს ნაჭრები გააციეთ და უფრო მცირე ზომებად დაჭერით.
  2. სოუსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და ჩანგლის დახმარებით აქციეთ ერთიან მასად.
  3. წითელი კომბოსტო წვრილად დაჭერით, ხელით დაანაწევრეთ სალათის ფოთლები.
  4. დიდ ჯამში მოათავსეთ დაჭრილი წითელი კომბოსტო, სალათის ფურცლები და დაჭრილი ქათმის ფილე, მოასხით სოუსი, მოაყარეთ მოხალული ნიგოზი და კარგად ამოურიეთ.

ძალიან გემრიელი, განსხვავებული და მრავალფეროვანი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კრეპები ქათმითა და ორი სახეობის ყველით
შემდეგი
შაკშუკა – ნოყიერი და გემრიელი საუზმე
წინა
კრეპები ქათმითა და ორი სახეობის ყველით
შემდეგი
შაკშუკა – ნოყიერი და გემრიელი საუზმე
error: საავტორო უფლებები დაცულია!!