ინგრედიენტები
-
1 - 1,5 კგ. მოხარშული ქათამი
-
1,5 ლ. ქათმის ნახარში
-
1 საშუალო ზომის სტაფილო
-
1 საშუალო თავი ხახვი
-
1/2 ჩ.ჭ. ბრინჯი
-
3 ც. კვერცხი
-
1 ლიმონის წვენი
-
1/3 კონა კამა
-
1 ს.კ. ზეთი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
მომზადება
- წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილი სტაფილო ზეთდასხმულ ქვაბში მოთუშეთ, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ქათმის ნახარში და ბრინჯი.
- როცა წამოდუღდება ადუღეთ 15 წუთი. მანამდე კი ჯამში კვერცხი და ლიმონის წვენი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტა ბულიონი და 15 წუთის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ სუპს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს სუპი შესქელდება.
- ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი (ძვლის გარეშე, ასე უფრო მოსახერხებელია ჭამა), წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი.
- 1-2 წუთი კვლავ წამოადუღეთ და სუპი მზადაა.
ქათმისა და ლიმონის უგემრიელესი სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!