ინგრედიენტები
-
1 კგ. ქათმის ბარკლები
-
1 კგ. ბასმათის ბრინჯი
-
650 გ. სტაფილო სტაფილო
-
4 თავი ხახვი
-
300 მლ. ზეთი
-
60 გ. მარილი
-
2 ჩ.კ. პილპილი
-
2 ჩ.კ. ძირა
-
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
-
1 ჩ.კ. კურკუმა
-
1 ჩ.კ. შაქარი
მომზადება
- ქათმის ბარკლები 2-3 ნაწილად დაჭერით, მოაყარეთ დაახლოებით 25 გრამი მარილი, ხელით კარგად შეაზილეთ. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 3 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ, გაავლეთ წყალი და კარგად გაამშრალეთ.
- კარგად გარეცხილ ბრინჯს დაუმატეთ დარჩენილი მარილი, დაასხით 350 მლ. ცხელი წყალი და ასე გააჩერეთ შემდეგი ინგრედიენტების მომზადებამდე.
- ხახვი ალყა-ალყა, გათლილი სტაფილო კი ჟულიენებად (წვრილ, გრძელ ჩხირებად) დაჭერით.
- ზეთი ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხზლე და გააცხელეთ, დაუმატეთ ხახვი და მოშუშეთ იქამდე სანამ ხახვი ოქროსფრად არ შეიფერება,
- დაუმატეთ ქათმის ნაჭრები, მობრაწეთ ოქროსფერი ფერის მიღებამდე ყველა მხრიდან, შემდეგ კი დაუმატეთ სტაფილო. როგორც კი სტაფილო დარბილდება, დაუმატეთ სანელებლები და 1 ლიტრი ცივი წყალი, წამოადუღეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი.
- 30 წუთის გასვლის შემდეგ დაუმატეთ შაქარი, გადაწურეთ ბრინჯი და დაუმატეთ ფლავის სხვა ინგრედიენტებს. ცეცხლს აუწიეთ მაქსიმალურად, რათა წყალი ამოორთქლდეს.
- წყალი რომ ამოორთქლდება, ბრინჯისგან ერთგვარი “გორა” გააკეთეთ და მასში რამდენიმეგან ხის კოვზით “ორმოები” გააკეთეთ, ეს დაეხმარება წყლის ამოორთქლებას.
- ბოლო ეტაპზე ქვაბის თავსაფარი გაახვიეთ ჩაის ტილოში და ასე დააფარეთ ქვაბს. ცეცხლს დაუწიეთ მაქსიმალურად და ასე გააგრძელეთ მომზადება 30-40 წუთი.
- როცა ფლავი მომზადდება, გადმოდგით ცეცხლიდან და თავსაფარდაფარებული გააჩერეთ 5-10 წუთი.
არომატული და ძალიან გემრიელი უზბეკური ფლავი ქათმის ბარკლებით მზადაა, გემრილად მიირთვით!