ინგრედიენტები
-
ცომისთვის
-
550 გ. ფქვილი
-
300 მლ. თბილი რძე
-
15 გ. საფუარი
-
40 გ. შაქარი
-
7 გ. მარილი
-
2 ც. კვერცხის გული
-
50 გ. კარაქი
-
შიგთავსი
-
500 გ. ჭარხლის ფოთოლი
-
400 გ. ყველი
-
2 ს.კ. ზეთი
-
2-3 თავი ხახვი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
მომზადება
- ცომის მოსამზადებლად ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ საფუარი, მარილი და შაქარი.
- გამდნარ კარაქს დაუმატეთ რძე და კვერცხის გულები, კარგად აურიეთ, დაასხით მიღებული მასა ფქვილს და ხელის სათქვეფის დახმარებით შეურიეთ.
- შემდეგ გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოზილეთ რბილი ცომი. კვლავ დააბრუნეთ ჯამში, ზემოდან ცოტა ზეთი გადაუსვით, რათა ქერქი არ გაიკეთოს, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 1 საათი.
- ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ჭარხლის ფოთლები დაჭერით 3-4 სმ. სისქის ნაჭრებად. ხახვი კი წვრილად დაჭერით. ტაფა გააცხელეთ და დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და მოშუშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ და განაგრძეთ მოშუშვა 5-7 წთ. მომზადებული შიგთავსი შეაგრილეთ.
- როცა ცომი აფუვდება, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, დაახლოებით 3 მმ სისქეზე. მის მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ ჭარხლის ფოთლის მასა, მოახეხეთ ყველი და გადაახვიეთ რულეტივით, შემდეგ კი დაჭერით 3 სმ. სისქის ნაჭრებად.
- საცხობ ფორმაზე მოაფქვით ცოტაოდენი ფქვილი და ხვეულები დაალაგეთ 1,5-2 სმ-ის გამოტოვებით. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15-20 წუთი. როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.
უგემრიელესი და ძალიან სურნელოვანი ხვეულები ჭარხლის ფოთლითა და ყველით მზადაა, გემრიელად მიირთვით!