4 0
უგემრიელესი პურის რეცეპტი, რომელიც თქვენგან მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
3 ჩ.ჭ. ფქვილი
1,5 ჩ.ჭ. თბილი წყალი
1/4 ჩ.კ. საფუარი
1 ჩ.კ. მარილი

უგემრიელესი პურის რეცეპტი, რომელიც თქვენგან მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს

თქვენთვის ასეთი მარტივი და ამავდროულად საოცარი რეცეპტების გაზიარება განსაკუთრებულად მიყვარს. ეს პური ჩემთვის აღმოჩენაა, უმარტივესად ხომ მზადდება, სჭირდება საფუვრის მინიმალური რაოდენობა, გემო და სურნელი კი ნამდვილად არაჩვეულებრივია. როგორც ვიდეოდანაც ნახავთ, თქვენგან მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს და შედეგად ძალიან მადისაღმძვრელ და უგემრიელეს პურს მიიღებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ ნოყიერი პურია.

  • Serves 1
  • Easy

Ingredients

Directions

Share

მე გამოვიყენე ცეხვილი ფქვილი, თქვენ შეგიძლიათ თეთრი პურსაცხობი ფქვილით მოამზადოთ.

თუ არ გაქვთ თუჯის ქვაბი, გამოიყენეთ საცხობი ფორმა და ზემოდან გადააფარეთ ე.წ. ფოლგა.

დამატებით დაგჭირდებათ დაახლოებით 2 ს.კ. ფქვილი.

  1. ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და საფუარი, ამოურიეთ.
  2. დაუმატეთ წყალიც და ხის კოვზით აქციეთ ერთიან მასად, ზედმეტი ზელვა არ სჭირდება, მთავარია ერთიანი მასა მიიღოთ. ცომი იქნება წებოვანი და ზედმეტ ფქვილს ნუ დაამატებთ. ცომს გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად 3 საათი.
  3. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე (სქელ ფენად მოაყარეთ ფქვილი), ცომსაც მოაყარეთ ასევე სქელ ფენად ფქვილი და გადმოუკეცეთ გვერდები, მიეცით გუნდის ფორმა. ზედმეტი ზელვა ამ ეტაპზეც არაა საჭირო. გუნდა გადაიტანეთ წინასწარმომზადებულ ჭურჭელში, რომელშიც საცხობი ქაღალდი უნდა ჩააფინოთ. ამასობაში ჩართეთ ღუმელი და შედგით მასში თავსაფარდაფარებული თუჯის ქვაბი, ღუმლის ტემპერატურამ უნდა მიაღწიონს 230 გრადუსს.
  4. როგორც კი ღუმლის ტემპერატურა მიაღწევს 230 გრადუსს, გამოიღეთ ქვაბი (ფრთხილად, ხელი არ დაიწვათ, რადგან საკმაოდ ცხელი იქნება), ქვაბის ძირზე მოაყარეთ მცირე რაოდენობით ფქვილი და გადაიტანეთ ცომის გუნდა, გუნდა შეგიძლიათ ზემოდან დასეროთ, დააფარეთ თავსახური და შედგით გამოსაცხობად, პირველი ნახევარი საათი აცხობთ ასე, შემდეგ კი უნდა მოხადოთ თავსახური და განაგრძნოთ ცხობა 10-20 წუთი. დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დაბრაწული გსურთ რომ იყოს პურის ქერქი.
  5. გამომცხვარი პური რამდენიმე წუთი შეაგრილეთ ქვაბში და შემდეგ გადმოიღეთ.

ძალიან გემრიელი პური მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი
previous
გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი