ინგრედიენტები
-
ცომისთვის:
-
300-350 გ. ფქვილი
-
150 გ. შაქარი
-
100 გ. (დარბილებული) კარაქი
-
2 ცალი კვერცხი
-
1 ლიმონის ცედრა
-
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
-
მწიკვი მარილი
-
კრემისთვის:
-
4 კვერცხის გული
-
100 გ. შაქარი
-
40 გ. ფქვილი
-
1 ლიმონის ცედრა
-
400 მლ. რძე
-
2 გ. ვანილინი
-
50 გ. კარაქი
-
ხილი
-
2 ც. ბანანი
-
2 ც. კივი
-
300 გ. ანანასი
მომზადება
ამ რეცეპტით გამოდის 2 ცალი ტარტი, დიამეტრით 28-30 სმ.
- ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი, კარაქი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მოზილეთ რბილი ცომი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმებში (28-30 სმ. დიამეტრის), ჩანგლით კარგად დაჩხვლიტეთ, რათა ძალიან არ ამოფუვდეს. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წთ. გამომცხვარი ფირფიტა გადმოიღეთ ფორმიდან.
- კრემის მოსამზადებლად კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ ქვაბში, კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ სანამ მასა არ გასქელდება და წამოდუღდება. როცა წამოდუღდება, კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე და განაგრძეთ მორევა დაახლოებით 3-4 წთ.
- შემდეგ კი გადმოდგით, დაუმატეთ ვანილი და კარაქი, კვლავ კარგად აურიეთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეკრობოდეს. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- კრემის ნახევარი წაუსვით 1 ფირფიტას, მეორე ნახევარი კი მეორე ფირფიტას, ზემოდან მოალაგეთ თხლად დაჭრილი ხილი.
- ტარტი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.
უგემრიელესი ტარტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!