Ingredients
-
1 ც. ფორთოხალი
-
250 გ. სტაფილო
-
150 გ. დაფქული თხილი
-
250 გ. ფქვილი
-
200 გ. არაჟანი
-
100 გ. შაქარი
-
1 ც. კვერცხი
-
100 მლ. ზეთი
-
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
Directions
- სტაფილო გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, შემდეგ კი თხილი. კარგად აურიეთ.
- კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მოთეთრო, კრემისებურ მასას მიიღებთ, დაუმატეთ არაჟანი და ზეთი. კვლავ ათქვიფეთ.
- კვერცხიან მასას ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, შეურიეთ სილიკონის ნიჩბით ან ხელის სათქვეფით.
- ბოლოს დაუმატეთ პირველად მომზადებული მასა, კარგად აურიეთ.
- საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ ქაღალდის საცხობი ფორმები, თუ არ გაქვთ, მაშინ ზეთი ან კარაქი წაუსვით. ცომი გაანაწილეთ, შეავსეთ ფორმის 3/4.
- შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წთ. თავზე სასიამოვნო ოქროსფერი რომ გახდება, მზადაა.
- მეგობრებო, ეს მაფინები არის ძალიან ნოტიო, ამიტომ 35 წთ-ის შემდეგაც კი, თუ ხის წკირით შეამოწმეთ, წკირი სველი ამოვა, მაგრამ ცომს არ ამოიყოლებს.
ძალიან განსხვავებული, არომატული და გემრიელი მაფინები მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მოგწონს ჩემი რეცეპტები? გინდა დაეხმარო ბლოგს განვითარებაში? ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლი – უბრალოდ გამოიწერე არხი, სადაც ყოველ კვირა ახალ ვიდეო რეცეპტებს გიზიარებთ.