• Home
  • სადილი
  • სპანაკოპიტა – ისპანახისა და ფეტას ბერძნული ღვეზელი
0 0
სპანაკოპიტა – ისპანახისა და ფეტას ბერძნული ღვეზელი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
ფენებისთვის:
450 გ. ფილოს ცომი
1 ჩ.ჭ. (ანუ 250 მლ) ზეითუნის ზეთი
შიგთავსისთვის:
450 გ. ისპანახი
300 გ. ფეტა
2 კონა ოხრახუში
1 დიდი თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
4 ც. კვერცხი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

სპანაკოპიტა – ისპანახისა და ფეტას ბერძნული ღვეზელი

მართლა არ ვიცი რატომ დავჩაგრე ეს რეცეპტი ასე ძალიან, 1 ნოემბერს მოვამზადე და დღემდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გაზიარება, თუმცა როგორც ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. სპანაკოპიტა გახლავთ ბერძნული ღვეზელი ისპანახისა და ფეტას უგემრიელესი შიგთავსით, რომელიც ფილოს ფენებშია მოთავსებული. მომზადება არაა რთული, ფილოს ცომს თუ ვერ იშოვით, სცადეთ ფენოვანი ცომი, თუმცა ამ შემთხვევაში ზეითუნის ზეთი აღარ დაგჭირდებათ და მის ორ თხელ ფენას შორის მოათავსეთ შიგთავსი.

  • 1,5 სთ.
  • Serves 14
  • Medium

Ingredients

  • ფენებისთვის:

  • შიგთავსისთვის:

Directions

Share

ფორმა: 33X23 სმ  ან 28 სმ დიამეტრის.

  • შიგთავსის მოსამზადებლად გარეცხილი ისპანახი კარგად გაწურეთ, ისე რომ თავისი წვენიც გამოუშვას და საკმაოდ დარბილდეს (დაახლოებით მოწალულის შესახედაობა უნდა მიიღოს).  მოათავსეთ თასში და დაუმატეთ ხელით დაფშვნილი ფეტა (ბერძნული ყველი), წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ხახვი და ნიორი, კვერცხი და ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ რომ აქციოთ ერთიან მასად.
  • ფილოს ცომი გაშალეთ ნესტიან ჩაის ტილოზე იმისათვის რომ მისი ფენები არ გამოშრეს.
  • საცხობ ფორმას ძირზე და გვერდებზე კარგად წაუსვით ზეითუნის ზეთი, დააფინეთ ფილოს ცომის 2 თხელი ფენა, მას წაუსვით ზეითუნის ზეთი, შემდეგ კვლავ ორი ფენა დააფინეთ და მასაც წაუსვით ზეთი, ასე გაიმეორეთ იქამდე სანამ ცომის 2/3-ს არ დააფენთ, შემდეგ გაანაწილეთ შიგთავსი და კვლავ 2-2 ფენა ფილოს ცომი დაადეთ, ყოველი 2 ფენას წაუსვით ზეითუნის ზეთი. ბოლოს ღვეზელს ჩაუკეცეთ გვერდები, ბოლო ფენას რამდენიმე წვეთი წყალი დააპკურეთ. ღვეზელი შეგიძლიათ გამოცხობამდე არასრულად დაჭრათ ოთხკუთხედებად, ასე უფრო უკეთ შეინარჩუნებთ ფენებს, თუმცა უკვე გამომცხვარის დაჭრაც შეგიძლიათ.
  • ღვეზელი შედგით 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 1 საათი.

უგემრიელესი ბერძნული ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
გამომცხვარი ვაშლი & კომში უგემრიელესი შიგთავსით
next
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
previous
გამომცხვარი ვაშლი & კომში უგემრიელესი შიგთავსით
next
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში