0 0
სოკოს ღვეზელი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Nutritional information

164 კკალ.
კალორია
11,4 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
13,1 გ.
ნახშირ- წყლები
4,3 გ.
ცილები
46 მგ.
სოდიუმი
355 მგ.
კალიუმი
11 მგ.
კალციუმი
3 მგ.
რკინა
315 მკგ.
D ვიტამინი

სოკოს ღვეზელი

ეს ღვეზელი საახალწლოდ მოვამზადე და იმის შემდეგ იმდენი ხანი გადავდე მისი დადება, რომ დამავიწყდა კიდეც რამდენი ხანი ვაცხობდი, რა რამდენი გამოვიყენე ის მაშინვე ჩავიწერე, თორემ არც ის აღარ მემახსოვრებოდა ახლა და ამ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტი დამეკარგებოდა. საშობაო მარხვის პერიოდში სულ მინდოდა სოკოს რაიმე ღვეზელი, ცოტა წვნიანი, ოდნავ მომჟავო გემო რომ ჰქონოდა. ამ სურვილების მიხედვით ასეთი ღვეზელი მოვიფიქრე და ძალიან მომეწონა. ამიტომ ამდენი ხნის შემდეგ გადავწყვიტე მაინც გაგიზიაროთ, ცხობის დრო, როგორც გითხარით, არ მახსოვს, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

  • 1 სთ.
  • Serves 16
  • Medium

Ingredients

  • შიგთავსი:

Directions

Share
  1. შიგთავსის მოსამზადებლად მოხარშეთ სოკო, შემდეგ კი დაჭერით პატარა ზომებად.
  2. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოთუშეთ (თავდაპირველად დაასხით 3 ს.კ. ზეთი). მოასხით ბალზამიკოს ძმარი და აურიეთ, როცა ოდნავ კარამელიზდება, დაუმატეთ გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სოკო, აურიეთ და მოთუშეთ.
  3. როცა სოკო კარგად მოითუშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, სუნელები, ვაშლის ძმარი და დარჩენილი ზეთი. კარგად აურიეთ და შიგთავსი მზადაა, გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. ფენოვანი ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი უნდა იყოს შედარებით დიდი, ეს დიდი ნაწილი იქნება ქვედა ფენა.
  5. ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ-ის სისქეზე, გადაიტანეღ ფორმაში, გვერდები ამოუწიეთ და მასში გადაიტანეთ მომზადებული შიგთავსი.
  6. ცომის მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და გადააფარეთ ღვეზელს, გვერდები ხელით შეაწებეთ ერთმანეთს. ღვეზელი დანით ზემოდან რამდენიმე ადგილას დასერეთ და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. როცა ზემოდან სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.

ძალიან გემრიელი სამარხვო ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ჟელეს ტორტი სამი ფენით
next
კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)
previous
ჟელეს ტორტი სამი ფენით
next
კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)