0 0
საუკეთესო კლასიკური ბისკვიტის რეცეპტი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
6 ც. ოთახის ტემპერატურის დიდი კვერცხი
180 გ. შაქარი
156 გ. ფქვილი
36 გ. სიმინდის სახამებელი
2 გ. ვანილინი
მწიკვი მარილი

საუკეთესო კლასიკური ბისკვიტის რეცეპტი

წლებია კლასიკური ბისკვიტი აღარ გამომიცხვია, სულ ახალ, განსხვავებულ, ნოტიო და ჰაეროვან ბისკვიტებს ვაცხობდი ხოლმე, თუმცა ახლა შედარებით მყარი ბისკვიტი მჭირდებოდა ბარბის ტორტისთვის. ამიტომ კლასიკური ბისკვიტი მოვამზადე. ასეთი კარგი ბისკვიტი, იდეალურად სწორი ზედაპირით, საკმაოდ მაღალი, ხშირად არ გამომსვლია, მითუმეტეს ჩემს ნაკლებად კარგ საცხობში. მოკლედ ეს არის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ თუ ტორტების კეთება გიყვართ, ნამდვილად არაჩვეულებრივია.

  • 70 წთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ, გულებს შაქრის ნახევარი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ კრემისებური, ღია ყვითელი მასა.
  2. ცილას დაუმატეთ მწიკვი მარილი და დაბალი სიჩქარით დაიწყეთ თქვეფა, როცა აქაფდება, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვანილინი, კვლავ დაბალი სიჩქარით თქვიფეთ, როცა შაქარი გაიხსნება, ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარეს. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე, ისეთი ჯამის ამობრუნებისას რომ არ იძვრის.
  3. ბეზეს დაუმატეთ გოგლიმოგლი და ფრთხილად შეურიეთ სილიკონის ნიჩბით, ზემოდან ქვემოთ ფრთხილად ურიეთ.
  4. ფქვილი და სახამებელი შეურიეთ ერთმანეთს და 4-ჯერ გაცერით, ეს აუცილებელი ეტაპია, არ დაიზაროთ.
  5. შემდეგ რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხიან მასას და კვლავ ფრთხილად შეურიეთ, იმავე მიმართულების მოძრაობით – ზემოდან ქვემოთ.
  6. 18-20 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ზეთი მხოლოდ ძირზე (გაფრთხილება! გამოიყენეთ მაღალი ფორმა, ან ორ ნაწილად გამოაცხეთ ბისკვიტი. მე 18 სმ. დიამეტრის ფორმა გამოვიყენე).
  7. როცა ცომს გადაიტანთ ფორმაში, ფორმა რამდენჯერმე “დაარტყით” მაგიდაზე, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს.
  8. შემდეგ შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ ზედა-ქვედა წვით 40-50 წთ. ხის წკირით შეამოაწმეთ, როცა მშრალი ამოვა მზადაა. რადგან ყველა საცხობი განსხვავებულია, შეიძლება უფრო ნაკლები ან მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა 25 წთ-ზე ადრე საცხობის კარს ნუ გამოაღებთ.

ძალიან კარგი კლასიკური ბისკვიტი მზადაა!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კვერცხი თურქულად – ჯანსაღი და გემრიელი საუზმე
შემდეგი
ნამცხვარი ქიშმიშითა და თხილით
წინა
კვერცხი თურქულად – ჯანსაღი და გემრიელი საუზმე
შემდეგი
ნამცხვარი ქიშმიშითა და თხილით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!