ინგრედიენტები
-
2 ც. სომხური ლავაში
-
2/3 ჩ.ჭ. ლობიო
-
1/2 ჩ.ჭ. ბრინჯი
-
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
-
1/3 თავი წითელი ხახვი
-
1 ც. მწვანე წიწაკა
-
გემოვნებით სიმინდის მარცვლები
-
გემოვნებით სალათის ფურცლები
-
ავოკადო ან გუაკამოლე
მომზადება
გირჩევთ, ლობიო წინა საღამოს დაალბოთ, რათა სწრაფად მოიხარშოს.
- ბრინჯი მოხარშეთ, ლობიოც ჩვეულებრივ მოხარშეთ. (როცა ადუღდება წყალი გადაღვარეთ და ახალ წყალში მოხარშეთ) მოხარშული ლობიო 1 ს.კ. ნახარშ წვენთან ერთად ჩანგლით კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ ბრინჯი, ცოტა მარილი და აურიეთ.
- სომხური ლავაში შუაზე გადაკეცეთ, მის ცენტრში გაანაწილეთ ბრინჯისა და ლობიოს მასა, ისე რომ კიდეებზე 3-4 ს.მ. დარჩეს თავისუფალი. ზემოთ გაანაწილეთ გუაკამოლე ან ავოკადოს ნაჭრები, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, სიმინდი, სალათის ფოთლები (ხელით დანაწევრბული), რგოლებად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ჟულიენებად (გრძელ და წვრილ ნაჭრებად დაჭრილი) დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. გვერდები გადმოაფარეთ, შემდეგ ზედა ნაწილი და გადაახვიეთ.
- გაცხელებულ ტაფაში მოათავსეთ თითოეულ მხარეზე 3-5 წთ.
ძალიან გემრიელი სამარხვო ბურიტო მზადაა, გემრიელად მიირთვით!