0 0
პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
500 გ, (მაგ. ფეტუჩინი) პასტა
500 გ. ქამა სოკო
50 გ. პარმეზანი
125 გ. კარაქი
2 კბილი ნიორი
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ. არაჟანი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით

ეს კერძი რამდენიმე კვირის წინ მოვამზადე, როცა ვეგეტარიანელ სტუმარს ველოდებოდი. ასეთ დროს რა შეიძლება პირველი მოგაფიქრდეს თუ არა სოკო. პასტა თითქმის ყველასთვის საყვარელი ინგრედიენტია, ამიტომ არჩევანი ამ რეცეპტზე შევაჩერე. გამოვიდა უგემრიელესი კერძი, მომზადებაც ძალიან მარტივია და ბევრ დროსაც არ საჭიროებს. პარმეზანი არის ის კომპონენტი, რომელიც ამ კერძს განსაკუთრებულ ხიბს სძენს, ამიტომ გირჩევთ სხვა ყველით ნუ ჩაანაცვლებთ.

  • 40 წთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ეს კერძი გირჩევთ ღრმა ტაფაში მოამზადოთ, მე გამოვიყენე “ვოქი”, რომელიც არაჩვეულებრივია მსგავსი ტიპის კერძებისთვის.

  • პასტა შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ, გაავლეთ ცივი წყალი და დროებით ცალკე შეინახეთ. სოუსისთვის  აუცილებლად შეინახეთ 1 ჩ.ჭ. პასტის ნახარში წყალი.
  • ქამა სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გაადნეთ 30 გ. კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი სოკო და წვრილადდაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ და მოშუშეთ, დაახლოებით 10-15 წთ დასჭირდება.
  • შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და დარჩენილი კარაქი. კარგად ამოურიეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წთ.
  • სოკოს მასას დაუმატეთ მოხარშული პასტა, გახეხილი პარმეზანი და 1 ჩ.ჭ. პატის ნახარში წყალი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და 2-3 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან.

უგემრიელესი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით
შემდეგი
კიში ბროკოლითა და ჩედარით
წინა
კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით
შემდეგი
კიში ბროკოლითა და ჩედარით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!