0 0
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
300 გ. პასტა
1 დიდი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 ც. სტაფილო
2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
150 გ. ბრიუსელის კომბოსტო
3-4 ს.კ. ზეთი
3-4 ს.კ. სოიოს სოუსი
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
3 ს.კ. სეზამის მარცვლები
გემოვნებით წითელი წიწაკა
1/2 ჩ.ჭ. წყალი

პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით

  • 1 სთ.
  • პორცია 5
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. პასტა ადუღებულ, მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და გადადეთ ცალკე.
  2. ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ბულგარული კი წვრილ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით, ბრიუსელის კომბოსტოს მოაჭერით მაგარი ნაწილი და გაჭერით სიგრძეზე.
  3. ღრმა ტაფა გააცხელეთ და დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ, რამდენიმე წუთში დაუმატეთ სტაფილო და ბრიუსელის კომბოსტო. კარგად აურიეთ, გააგრძელეთ შუშვა 3-4 წთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი, დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ მომზადება, როცა წყალი ამოშრება, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, კვლავ კარგად აურიეთ.
  4. 2-3 წუთში დაუმატეთ სოიოს სოუსი, მოხარშული პასტა, ქინძის სუნელი, წიწაკა და სეზამის მარცვლები. კარგად აურიეთ და კერძი მზადაა.

პასტა ბოსტნეულით აზიურ სტილში მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით
შემდეგი
ბულგური ბოსტნეულით
წინა
ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით
შემდეგი
ბულგური ბოსტნეულით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!