2 1
ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
1,5 კგ. ორაგულის ფილე
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ. (35%-იანი) ნაღები
200 გ. "სლივკა" პომიდორი
150 გ. ისპანახი
1 პატარა თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
30 გ. პარმეზანი
1/3 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
1 ს.კ. ზეთი
30 გ. კარაქი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1/8 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი

მიუხედავად იმისა, რომ ამ კერძზე უფრო ადრე მომზადებული რეცეპტები მაქვს დასაწერი, ვერ მოვითმინე რომ ეს საოცრება არ გაგიზიაროთ. ორაგული ტოსკანურად არის ის კერძი, რომელიც ნებისმიერი რესტორნის მენიუს დაამშვენებდა და რომლითაც სხვადასხვა გემოვნების ადამიანები შეგიძლიათ მოხიბლოთ, მათ შორის ისინიც ვისაც თევზი არ უყვარს. ამ კერძში ყველა დეტალი განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ერთიან, სრულყოფილ და სრულიად განსხვავებულ გემოს ქმნის. გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ, დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით აღფრთოვანებული დარჩებით ამ კერძით. ამ რეცეპტში თევზის ნაცვლად ასევე ძალიან კარგი იქნება ქათმის ფილეს გამოყენება

  • 40 წთ.
  • Serves 10
  • Medium

Ingredients

Directions

Share
  • თევზის ფილე დაჭერით სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი ორივე მხარეს. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით თევზის ფილე ორივე მხრიდან, თითოეულ მხარეს დასჭირდება 4-5 წთ. შემდეგ ამოიღეთ ტაფიდან და თბილად შეინახეთ.
  • იმავე ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 30 წმ-ის განმავლობაში მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშეთ 2 წთ.
  • მოშუშულ ხახვს და ნიორს მოასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, ხის კოვზით კარგად მოურიეთ.
  • შემდეგ დაუმატეთ 2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და მოშუშეთ 3-4 წთ.
  • ამის შემდეგ დაუმატეთ ისპანახი (დიდ ზომებად დაჭრილი), კარგად ამოურიეთ. 2 წთ-ში მოასხით ნაღები, დაუმატეთ წვრილად გახეხილი პარმეზანი. კარგად ამოურიეთ და ადუღეთ 3-4 წთ.
  • ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენი,  ჩააწყვეთ შემწვარი თევზის ნაჭრები და კერძიც მზადაა.

განსხვავებული, განსაკუთრებული და საოცრად გემრიელი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია
next
კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით
previous
ბრაუნი ორმაგი შოკოლადით – უგემრიელესია
next
კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით