ინგრედიენტები
-
ბისკვიტისთვის:
-
2 ც. დიდი კვერცხის ცილა
-
70 გ. შაქარი
-
მწიკვი მარილი
-
70 გ. დაფქული ნიგოზი
-
20 გ. ფქვილი
-
შოკოლადის ფენისთვის:
-
150 გ. შოკოლადი
-
45 მლ. 35% + ნაღები
-
კარამელიზირებული ნიგვზის ფენისთვის:
-
70 გ. (კარამელისთვის) შაქარი
-
70 გ. კარაქი
-
15 მლ. წყალი
-
70 გ. მოხალული ნიგოზი
-
70 გ. კარაქი
-
2 ც. კვერცხის გული
-
45 გ. (კვერცხის გულებისთვის) შაქარი
-
მწიკვი მარილი
-
მასკარპონეს მუსისთვის:
-
500 გ. (ოთახის ტემპერატურის) მასკარპონე
-
80 გ. შაქრის პუდრა
-
1 1/2 ჩ.ჭ. (360 მლ) ცივი ნაღები 35%+ ნაღები
-
10 გ. ჟელატინი
-
60 მლ. ცივი წყალი
-
2 ჩ.კ. (4 გ.) ხსნადი ყავა ყავა
-
2 გ. ვანილინი
-
სარკისებრი მინანქრისთვის:
-
200 გ. შაქარი
-
15 მლ. ლიმონის წვენი
-
100 მლ. წყალი
-
3/4 ჩ.ჭ. 35%+ ნაღები
-
3 გ. მარილი
-
16 გ. სიმინდის სახამებელი
-
1 ს.კ. (სახამებრისთვის) წყალი
-
10 გ. ჟელატინი
-
60 მლ. ცივი (ჟელატინისთვის) წყალი
-
დეკორაციისთვის:
-
50 გ. წვრილად დაჭრილი ნიგოზი
-
გახეხილი შოკოლადი
მომზადება
ამ რეცეპტით მინდა სახლის პირობებში მასკარპონეს მომზადებაც გასწავლოთ, უმარტივესია და გამოდის არაჩვეულებრივი. ამისათვის დაგჭირდებათ 1 ლ. მაღალპროცენტიანი ნაღები 35% და 15 მლ. ლიმონის წვენი. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამზარეულოს თერმომეტრი. ნაღები უნდა გააცხელოთ 85 გრადუსამდე, თან უნდა ურიოთ, რათა მთელმა სითხემ მიიღოს ეს ტემპერატურა. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ 15 მლ. ლიმონის წვენი და კვლავ ურიეთ 4-5 წუთი. გააჩერეთ ქვაბში 30 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ მოზრდილ ჯამში ან ქვაბში ჩააფინეთ ან ჩაის ტილო ან დოლბანდის რამდენიმე ფენა და ნაღების მასა გადაიტანეთ მასში. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათი და შემდეგ შედგით მაცივარში 24 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ მასკარპონე მზადაა. გამოდის 500 გ. მასკარპონე.
საჭირო ნივთები:
- სამზარეულოს სასწორი
- სამზარეულოს თერმომეტრი
- 20 სმ. დიამეტრის ფორმა (გვერდებმოსახსნელი)
- 23 სმ. დიამეტრის ფორმა (გვერდებმოსახსნელი)
ეტაპობრივად აღწერილი რეცეპტი იხილეთ ქვემოთ.
ნაბიჯები
1
გავაკეთე
|
ბისკვიტიბისკვიტის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ, დაუმატეთ შაქარი და დაბალი სიჩქარით შეათქვიფეთ, შემდეგ კვლავ თქვიფეთ 2-3 წუთი მაღალი სიჩქარით. 2-3 ეტაპად დაუმატეთ დაფქული ნიგოზი, ჩააცერით ფქვილი და ფრთხილად შეურიეთ სამზარეულოს ნიჩბის ან ხელის სათქვეფის დახმარებით. 20 სმ.-იან ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მასში მირებული მასა, მოუსწორეთ ზედაპირი და შედგით 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთი. გამომცხვარ ბისკვიტს მოაცილეთ ქაღალდი და გააციეთ. |
2
გავაკეთე
|
შოკოლადის ფენაშოკოლადი ნაღებთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზემ თან ურიეთ, როცა მთლიანად გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ გაანაწილეთ მიღებული მასა ბისკვიტზე, მოუსწორეთ ზედაპირი და შედგით მაცივარში. |
3
გავაკეთე
|
ნიგვზიანი კარამელის ფენანიგოზი მოხალეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომებად. კვერცხის გულები 45 გ. შაქართან ერთად ჩანგლით ან კოვზით ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ მოთეთრო, კრემისებური მასა. ქვაბში მოათავსეთ 70 გ. შაქარი, დაუმატეთ 15 მლ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად ამოურიეთ, შაქარი უნდა გადნეს და უნდა მიიღოთ ყავისფერი მასა, ფრთხილად იყავით, რომ არ დაგეწვათ. შაქარი რომ ბოლომდე გადნება და ყავიფერი გახდება, დაუმატეთ კარაქი და ურიეთ. კარაქი რომ გადნება, დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზიდა კვლავ კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გულები და 1 წუთის განმავლობაში კვლავ ურიეთ. მარილიც დაუმატეთ და გადმოგდით ცეცხლიდან, სულ ოდნავ შეაგრილეთ და გაანაწილეთ შოკოლადიან მასაზე, ზედაპირი კარგად მოუსწორეთ და შედგით მაცივარში. |
4
გავაკეთე
|
მასკარპონეს მუსიჟელატინს დაასხით 60 მლ. წყალი, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ხსნადი ყავა (გრანულები და არა მოდუღებული) და დადგით ასაფუებლად 5-10 წუთი. ამასობაში მასკარპონე ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და კვლავ ათქვიფეთ. გაფუებული ჟელატინი გაადნეთ ან გაზზე ან მიკროტალღურ ღუმელში, არ უნდა ადუღდეს, დაუმატეთ მასკარპონეს მასას და კარგად ათქვიფეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კარგად გაციებული ნაღები, მიღებული კრემი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ მასკარპონეს კრემს და სილიკონის ნიჩბით ან ხელის სათქვეფით შეურიეთ. 23 სმ. დიამეტრის ფორმას ძირზე და გვერდებზე ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, ისე რომ გვერდებს კარგად მიეკროს. ფორმის ცენტრში მოათავსეთ ბისკვიტიანი ფენა (რომელზეც შოკოლადისა და კარამელის ფენებია განაწილებული) შემდეგ კი მომზადებული მასკარპონეს მუსი გაანაწილეთ მის თავზე და კიდეებში დარჩენილ გვერდებზე, მაქსიმალურად ეცადეთ კიდეები სრულად შეავსოს მუსმა, მოასწორეთ ზედაპირი, ზემოდან გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი (მუსს არ უნდა ეხებოდეს) და შედგით საყინულეში მინიმუმ 4 საათი. შესაძლებელია მთელი ღამითაც. |
5
გავაკეთე
|
სარკისებრი მინანქარიჟელატინი 60 მლ. წყალში დაალბეთ 5-10 წუთი. სახამებელი 15 მლ. წყალში გახსენით. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ ლიმონის წვენი, დადგით საშუალო ცეცხლზე შაქრის გასადნობად, პერიოდულად ურიეთ, კვლავ ყავისფერი მასა უნდა მიიღოთ. როცა ყავისფერ მასას მიიღებთ, დაუმატეთ 100 მლ. წყალი, ნაღები, წყალში გახსნილი სახამებელი და მარილი. კარგად მოურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი და კვლავ კარგად აურიეთ ჟელატინი რომ გაიხსნას. მინანქარი საწურით გადაწურეთ სხვა ჭურჭელში. ტორტი გამოიღეთ საყინულიდან, გვერდებზე ფენი შემოატარეთ, რათა მარტივად ამოიღოთ ფორმიდან. დიდ საცხობ ფორმას დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი, ჩადეთ ამოტრიალებული ჯამი, ძირი რომ ზემოთ ჰქონდეს, მასზე დადეთ ტორტი და როცა სარკისებრი მინანქარი 29 გრადუსს მიაღწევს, დაასხით ტორტის ცენტრში, იქიდან თანაბრად განაწილდება მთელს ტორტზე. ქვედა კიდეები შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი ნიგვზით მორთოთ. განსხვავებული ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით! |