0 0
ნამცხვარი ორი სახეობის კრემით, ბანანითა და კივით – უგემრიელესია

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ბისკვიტი:
2 კვერცხის გული
250 გ. დარბილებული მარგარინი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
2 ს.კ. მაწონი
1 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ან 2 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
2 გ. ვანილინი
კრემი #1
100 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
ნახევარი ქილა შესქელებული რძე
2 გ. ვანილინი
კრემი #2
3 კვერცხის ცილა
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
50 მლ. წყალი
8 გ. ჟელატინი
ასევე:
2 ც. ბანანი
3-4 ც. კივი კივი
20 გ. ქოქოსის ფანტელი

ნამცხვარი ორი სახეობის კრემით, ბანანითა და კივით – უგემრიელესია

ეს ნამცხვარი ჩემი კომპონენტების გაერთიანებით შევქმენი და გემო იყო საოცრება. ბისკვიტი ტარტალატკებისაა (რაც ძალიან მიყვარს), ჟელატინიანი ბეზე ქოქოსთან ერთად ნამცხვარ "რაფაელოსგან" "ვისესხე", გამოვიდა განსხვავებული, უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც ნამდვილად ღირს რომ სცადოთ.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 14
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:

  • კრემი #1

  • კრემი #2

  • ასევე:

მომზადება

გაზიარება

საცხობი ფორმა: 30-32 სმ დიამეტრის. მე გამოვიყენე ტარტის ფორმა.

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ დარბილებული მარგარინი რამდენიმე ეტაპად, კარგად ათქვიფეთ, აქციეთ ერთიან მასად.
  2. შემდეგ დაუმატეთ ვანილი, სოდა გახსნილი ლიმონის წვენში და მაწონი, კვლავ კარგად ათქვიფეთ.
  3. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ, უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.
  4.  ცომი გააბრტყელეთ 33 სმ დიამეტრზე, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში, გვერდებზეც ამოიყვანეთ დაახლოებით 1,5 სმ-ის სიმაღლეზე.
  5. ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ, შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  6. პირველი კრემის მოსამზადებლად: აუცილებელია რომ კარაქი და შესქელებული რძე, ორივე იყოს ოთახის ტემპერატურის. კარაქი მიქსერით გათქვიფეთ, როცა გათეთრდება და კრემისებური გახდება (დაახლოებით 6-7 წუთში), ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე და ვანილინი.
  7. მეორე კრემის მოსამზადებლად, ჟელატინი დაალბეთ წყალში 20 წუთით, შემდეგ შეათბეთ და დაუმატეთ შაქარი, გააჩერეთ ცეცხლზე იქამდე სანამ შაქარი სრულად არ გადნება, თუმცა მასა არ უნდა ადუღდეს! კვერცხის ცილა მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, წვრილზოლად დაუმატეთ ჟელატინიანი სიროფი, თან საშუალო სიჩქარით განუწყვეტლივ თქვიფეთ, დაუმატეთ ვანილიც, უნდა მიიღოთ მყარი ბეზე.
  8. გაციებულ ბისკვიტს წაუსვით პირველი კრემი, მოაწყვეთ თხელ რგოლებად დაჭრილი ბანანი და კივი, წაუსვით ბეზეს კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.

უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
შემდეგი
უზბეკური ფლავი ქათმით
წინა
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
შემდეგი
უზბეკური ფლავი ქათმით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!